მან „ქართული ოცნების“ დეპუტატის კითხვაზე პასუხის გაცემის დროს მეორედ გზის გადაკეტვისთვის თუ „ტროტუარზე დგომისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება შეადარა საავტომობილო მოძრაობის წესების დარღვევას. მან თქვა, რომ შეისწავლეს საქმეები და საკუთვარი თვალით ნახა, რომ „ადამიანი, რომელიც უბრალოდ იდგა ტროტუარზე და არაფერს არღვევდა, დაეკისრა ეს ჯარიმა“.
„რატომ არის მზღუდავი? - ადმინისტრაციული გადაცდომა, რაც თავისი შინაარსიით არ არის სისხლის სამართლებრივი ბუნების მატარებელი, მეორე ასეთი გადაცდომა ცხადდება სისხლის სამართლის დანაშაულად. ეს იგივეა, ერთხელ რომ გაიაროთ შუქნიშანზე - მიიღოთ ჯარიმა და გადაიხადოთ, მეორედ რომ გაიროთ ამისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაგეკისროთ. თავისი შინაარსით იგივეა. ამიტომ გავასაჩივრე საკონსტიტუციო სასამართლოში“, - თქვა ომბუდსმენმა.
მისი შეფასებით, კანონი მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანის უფლებებს არამხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისგების დაკისრების ნაწილში, არამედ ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობითაც:
„მშვიდობნიანი აქციის ფარგლებში მიმაჩნია, რომ ასეთი რეგულაციები არის ზემდეტად მკაცრი, მათ შორის 5000 ლარი. იმ საშუალო შემოსავლის პირობებში, რაც საქართველოს მოქალაქეს აქვს, 5000 ლარი არის საკმაოდ მაღალი“.
გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონები
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც მთავრობის შემადგენლობაც დააკომპლექტა, ბოლო ორი წლის განმავლობაში მიიღო არაერთი კანონი, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, ასევე ზღუდავს პროტესტის გამოხატვას. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ კანონების ნაწილი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
„კონკრეტული ჯგუფის მიერ დარღვევის ან გადაცდომის ჩადენის ფაქტი არ შეიძლება განზოგადდეს მთელ ქვეყანაზე და ყველას შეეხოს. ის რომ, რუსთაველზე რაღაც მოვლენებს აქვს ადგილი და იქ რაღაც ჯგუფი პერმანენტულად, თუნდაც შეგნებულად არღვევს კანონს, ეს არ შეიძლება გავრცელდეს ყველაზე - როცა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს, ეს ვრცელდება ყველაზე.
ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ სხვა ადგილზე, სოციალურ ნიადაგზე წარმოშობილი პროტესტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა შეკრება, მათ წინააღმდეგაც ეს მკაცრი კანონი იქნება გამოყენებული?! რაც არათანაზომიერად შეზღუდავს მათ გამოხატვას“, - თქვა ლევან იოსელიანმა ჯერ კიდევ 2025 წლის დეკემბერში.
ბოლო პერიოდში მიღებული კანონებით:
- აიკრძალა აქციაზე პირბადის ტარება, ლაზერის გამოყენება (საწყის ეტაპზე ჯარიმა იყო გათვალისწინებული, ახლა კი უკვე 15 დღემდე პატიმრობა. განმეორების შემთხვევაში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე და გათვალისწინებულია 1 წლამდე პატიმრობა);
- იგივე სასჯელია გათვალისწინებული გზასა და ტროტუარზე მოძრაობის შეფერხებისთვის;
- აიკრძალა ლაზერის ტარება და ა.შ.
ფორუმი