Accessibility links

პარადოქსების ქვეყანაში


ავტორი: ამირან კაპანაძე​

ცურვას სწავლობენ წყლის და აუზის გარეშე, სპორტულ დარბაზში ჰაერში ხელის საცურაო ილეთებით და ფეხების მიშველებით წინ მიდიან სიარულით. სამართლიანობას სწავლობენ თავისუფლების და ადამიანის უფლებების გარეშე და წინ მიდიან მიტინგზე ატეხილი ხმაურით. იმიტირებას აკეთებენ ცურვის, თავისუფალი საზოგადოების, სამართლის აღსრულების, ცხოვრების და აღმშენებლობის. ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ და მაღალფარდოვან სიტყვებს იშველიებენ რათა ეს ყველაფერი მაღალინტელექტუალური გამოჩნდეს და წინსვლის იმიტაციაც შედგეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა რომ ეკონომიკას ანვითარებენ კაპიტალის გარეშე, სიახლეების ბლოკში ამბობენ რომ ინვესტიციები მოიზიდეს და ეს უკანასკნელი უდაოდ გამარჯვება იქნებოდა ეს რომ, ბიზნესს ან მეწარმეს, ან თუნდაც ჩვეულებრივ მოქალაქეს გაეკეთებინა.

ცნობისთვის ინვესტიცია იგივე კაპიტალდაბანდებაა, რაც კაპიტალის გარკვეულ საქმიანობაში ჩადებას გულისხმობს მოგების მიღების მიზნით. მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ აგერ უკვე რამდენი წელია გვასწავლა, რომ სუბსიდიებიც და საერთაშორისო დახმარებებიც თურმე ინვესტიცია ყოფილა, მაგრამ არ აუხსნია რა სახის. საქმე იმაშია, რომ ყველა კრედიტი რომელსაც სახელმწიფო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან იღებს, უნდა დააბრუნოს უკან ეკონომიკის განვითარების ხარჯზე და აღნიშნული ისევ ქვეყანაში არსებული მოსახლეობის და ბიზნესის გადასახდელია. შემოვიდა დაფინანსება, დაიხარჯა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, ვთქვათ გზაზე, რომელიც ორ წელიწადში უკვე ამორტიზირებულია, ხელახლა შეკეთებას საჭიროებს და ეგრეთწოდებული ჩადებული ინვესტიცია მოკლევადიან ეფექტურ უკუგებასაც ვერ გვაძლევს. სამაგიეროდ ამის ხარჯზე შეგვიძლია წინასაარჩევნოდ ახალი ტენდერი გამოვაცხადოთ, იგივე კომპანია მოვიწვიოთ თავისივე არაკვალიფიციურად გაკეთებული სამუშაოს გამოსასწორებლად და ახალი სახსრები გამნოვყოთ იმ პროექტზე რომელიც წესით უკვე დავასრულეთ და საკითხიც მოგვარებულია.

თუ კიდევ ვერ გაიგეთ, გეტყვით როგორია მომგებიანი ინვესტიცია: ვთქვათ გაქვს სახელმწიფოს ბალანსზე რაღაცის საბადო, რა მნიშვნელობა აქვს რისი, მიდგომა ერთი და იგივეა. სახელწიფო მისი მოპოვების ლიცენზიაზე აცხადებს ტენდერს, იმარჯვებს კომპანია, რომელსაც არ აქვს მსგავსი გამოცდილება მანამდე, დარეგისტრირებულია საქარტელოშ და მისი მოწილე ობშორში რეგისტრირებული იურიდიული პირია. ლიცენზია რამოდენიმე მილიონი ღირს, რომელსაც ვერცერთი მცირე მეწარმე ან რიგითი მოქალაქე ვერ გაწვდება და ვინც გაწვდება ის დისკვალიფიცირებულია. ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, ლიცენზიის მქონე კომპანია მიშებულია მოპოვებაზე და ეს რესურსები მათთვის ნაქირავებია და ისეთებს ჩადიან სტუდენტები მონაგონია ნაქირავებ ბინაში. მშენივრად იციან, რომ კაპიტალიზაციის ერტადერთი საშუალება ნედლეულის ბაზრამდე მიტანა და რეალიზებაა, გრძელვადიანი ძირითადი აქტივები უკვე კარგა ხნის წინ ამორტიზებული და უკვე ჩამოწერილი ტექნიკაა. მუშები შავ სამუშაოს ასრულებენ და სრულიად დამოკიდებულები არიან დამქირავებლის კეთილ ნებაზე - რამდენს გადაუხდის. მათი ოპერატიული ხელმძღვანელი ისაა ვისაც ყველაფერზე შეუძლია თვალის დახუჭვა, გარდა იმისა, რომ გეგმა აქვს შესასრულებელი. საწარმოს მიზანია ხარჯები ფორმალურად გაზარდოს და შემოსავლები დამალოს, იმიტომ რომ არა უშავს თუ წარმოება მოგებას არ აჩვენებს, პირიქით კარგიცაა, მოგების გადასახადს არ იხდის, იმიტომ რომ არ უფიქსირდება. სამაგიეროდ დირექტორს აქვს ხელფასი, პრემია, წამახალისებელი სხვა სარგებელი რათა შემოსულობები სრულად აითვისოს. მან მშვენივრად იცის, რომ გრძელვადიანი კაპიტალი არ აქვს და ყველა ხეირით უნდა ისარგებლოს რაც იმ წამს აქვს. ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მის ხელთ არსებულ რესურსებს კაპიტალი არ ქვია, რადგან არაა კაპიტალიზირებული და კომპანიის ბალანსზე არ აისახება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სახელმწიფო ლიცენზიას გასცემს მოპარვაზე, იმ რესურსების მოპარვაზე, რომელსაც სახელმწიფოს ქონებას უწოდებს და რიგით მოქალაქეებს იქ არაფერი ესაქმებათ.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით თქვენს კუთვნილ მიწაზე არ უნდა ინატროთ წიაღისეულის ან სხვა სიმდიდრის პოვნა, რადგან თქვენ ხდებით მომენტალური კონსტიტუციური გათამაშების პრიზიორი, რომლის მიხედვითაც გეკუთვნით საკუთარი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა. რომელიც მოგვიანებით გამოაცხადებს სალიცენზიო ტენდერს, რომლისთვისაც მოითხოვს შესაბამის თანხას და რაც შედგომ მოხდება ზემოთ უკვე ავღწერეთ.

სწორედ ეს არის კაპიტალიზმის შენება კაპიტალის გარეშე, რაც პირდაპირ უტოლდება წყლის გარეშე ცურვას და სამოქალაქო საზოგადოების შექმნას თავისუფლების გარეშე. წარმატებებიც აშკარად სახეზეა, ალტერნატივის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა იძულებულია ნებისმიერ პირობას შეურიგდეს დასაქმების ადგილზე და თავის გატანის მიზნით საფრთხეში ჩაიგდოს სიცოცხლე, ადამიანის უფლებები და სამართლიანობა. რა თქმა უნდა ამ დროს სასოწარკვეთილი მოსახლეობა თვლის, რომ ამას სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს და აკონტროლებდეს, მაგრამ ავიწყდებათ ის კანონზომიერება, რაც ამას ყველაფერს იწვევს. მაგალითისთვის საბაზრო ეკონომიკის განვითარებულ ქვეყანაში ა.შ.შ -ში საშუალო ხელფასი ოდნავ აღემატება საშუალო თვითდასაქმებულის შემოსავალს და სწორედ საკუთარი თავისუფლების და რესურსების ხარჯზე შექმნილი ალტერნატივით აბალანსებს ბაზარზე მოთხოვნას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მცირე საოჯახო მეწარმეობა თავისი რესურსებით ქმნის იმ ალტერნატივას, რომელიც აიძულებს მსხვილ კომპანიებს გადაიხადონ შესაბამისი ხელფასი, რათა არ გაექცეს კადრი და თავის ბიზნესს არ მოჰკიდოს ხელი. ცნობისთვის იმავე სახელმწიფოში კერძო საკუტრებაში არსებული მიწის ქვეშ ოქროს იპოვით თუ რიყის ქვას, ნებისმიერის განკარგვის უფლება გაქვთ სრულად და ხელშეუვალად.

ასე რომ დასკვნები თქვენთვის მომინდია, რამდენად შევძლებთ კონკურენციის გაწევას საშუალო სტატისტიკური ქართველები იმავე საბაზრო ეკონომიკის პირობებში კაპიტალის გარეშე, რომელიც კარგად ინახება ჩვენი მოსახლეობისგან და რომლის პრივატიზებაც ჯერ კიდევ არ მოსდის აზრად ჩვენსავე არჩეულ ქვეყნის გამაბრწყინებელ მმართველებს...

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG