Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარკინგის ამოსასვლელი ტროტუარზე - ქვეითების სივრცეში ჰილტონი იჭრება


თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, 64 ნომერში სასტუმრო “ჰილტონ გარდენ ინ” შენდება. სასტუმროს 280 ავტომობილზე გათვლილ რამდენიმესართულიან პარკინგს ამოსასვლელი ტროტუარზე, ავტობუსის გაჩერების უკან აქვს. პროექტი თბილისის მერიამ 2013 წელს დაამტკიცა.

2019 წლის გაზაფხულზე ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ერთ-ერთ მიზეზი ამ ქუჩის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობა და ქვეითებისთვის გამოყოფილი ზონების გაფართოება იყო.

„სასტუმროს პარკინგი ვერ მიითვისებს ქვეითების საფეხმავლო გზას, რამეთუ პარკინგი მიწის ქვევით მდებარეობს, და რაც შეეხება პარკინგის „რამპას“ (ჩასასვლელი), შენობასა და რამპას (პარკინგის შესასვლელი) შორის მინიმალური მანძილი 3 მეტრია, ხოლო რამპასა და გზამდე 4 მეტრი, ჯამში კი გამოდის ფეხით მოსიარულეთათვის 7 მეტრამდე, რაც არ უშლის ხელს ქვეითებს გადაადგილებაში“, - გვითხრეს კომპანია „რედიქსში“, რომელსაც ეკუთვნის სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინ“. მათი განმარტებით, ასეთი „ჩაჭრა“ ქუჩაში სტანდარტებს არ არღვევს: „ანალოგიური ჩაჭრა... გამოიყენება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უმშვენიერეს ქალაქში და განსაკუთრებით მრავლად არის პარიზში“.

ავტობუსის გაჩერება, რომელიც ახლა პარკინგის ამოსასვლელს ესაზღვრება, ადგილს შეიცვლის. მერიაში ამ ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ჯერ ვერ აკონკრეტებენ, სად განთავსდება გაჩერება ამ ადგილის ნაცვლად. ერთადერთი, რასაც მერიაში ამ საკითხზე ამბობენ, არის ის, რომ „ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდება ტროტუარის ამ მონაკვეთის მოწესრიგება“.

სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ-ის მერიაში დასამტკიცებლად წარდგენილი ვიზუალიზაცია
სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ-ის მერიაში დასამტკიცებლად წარდგენილი ვიზუალიზაცია

„ჰილტონ გარდენ ინ“ ერთადერთი შენობა არ არის თბილისში, რომელიც ქვეითებისთვის განკუთვნილ სივრცეს მანქანებისთვის გამოიყენებს.

ასე მოხდა რუსთაველის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისის“ შემთხვევაშიც, რომლის პარკინგიდან ამოსული მანქანებიც ტროტუარს კვეთენ. ასეა ჭავჭავაძის გამზირზე „აქსის თაუერსის“ და მის მეზობლად მდებარე სავაჭრო ფუნქციის მქონე შენობის შემთხვევაშიც, რომელთა მიწისქვეშა პარკინგებზე მოსახვედრადაც ტროტუარი მანქანით უნდა გადაკვეთო. ყველა ეს პროექტი სხვადასხვა დროს მერიის მიერ არის დამტკიცებული და მერიაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის გეგმების მიხედვით, ისინი სწორად არის ნაშენები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG