Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა საჭიროა ლუსტრაცია?


საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ გამოდის პარლამენტში ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტის შეტანის ინიციატივით. არადა, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია არსებობს კანონი ლუსტრაციის შესახებ - კერძოდ, ლუსტრაციის ასპექტის შემცველი „თავისუფლების ქარტია“. რამდენად საჭირო და ქმედითია ის? ლუსტრაციის რა გამოცდილება აქვს ზოგ სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყანას?

  • ლუსტრაცია, როგორც „განწმენდის რიტუალი“ კომუნიზმის დამხობის შემდეგ.
  • ინტერვიუ უკრაინის „ლუსტრაციის სამოქალაქო კომიტეტის“ თავმჯდომარე ალექსანდრა დრიკთან.
  • რა უშლის ხელს ლუსტრაციას საქართველოში?
  • „შინ - უცხოეთში“: ბერლინელი მხატვარი გიორგი დუნდუა და მისი ფერადი სამყარო.
  • „თავისუფლების #კითხვები“: რა ვიცით საქართველოში განქორწინების სტატისტიკაზე?

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG