Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პინკ ფლოიდის განათლების „სისტემა“


ავტორი: ედუარდ შავაძე

ზაფხულის ცხელი დღეები უკვე ათწლეულია ასოცირდება საგამოცდო ცენტრებთან ანერვიულებულ ბავშვებთან, რომლებსაც მძიმე ნაბიჯის გადადგმა უწევთ მნიშვნელოვან და ამავდროულად დამოუკიდებელ ცხოვრების გზაზე.

ამ საზაფხულო-სააბიტურიენტო ალიაქოთს რამდენიმე წელია დაემატა მასწავლებელთა უშველი რიგები და მათი ნერვიული სახეები. წელს ეს პროცესი განსაკუთრებით თვალში საცემია, რადგან მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა, მეც რატომღაც მათ რიგში აღმოვჩნდი.

თუმცა ჩემი „მთავარი სათქმელი“, იწყება გამოცდის პროცესის ბოლო ეტაპიდან, სადაც უნდა დამეწერა ანალიტიკური წერა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მე მთელი ჩემი გაცნობიერებული ცხოვრების არცერთ ეტაპზე (დაწყებითი კლასიდან - მაგისტრატურამე) არ მომწონდა განათლების სისტემა, თუმცა მომწონდა დასავლური განათლება, მაგრამ რა იყო დასავლური განათლება აზრზეც არ ვიყავი, ერთადერთი ვიცოდი რომ ისინი ჩვენ გვჯობდნენ. რითი გვჯობდნენ არც მიფიქრია.

საბჭოთა განათლება იმდენად დისკრედიტირდა საზოგადოებაში, ისიც ვერ მივხვდით დღესაც რომ იგივე სისტემაში ვართ, თუმცა სხვა ქვეყნების განათლება, რომლებსაც საბჭოთა კავშირთან შეხება არც ქონიათ ავტომატურად ჩვენზე უკეთესები გვგონია, ალბათ უკეთესებიც არიან თუმცა მე სხვაგვარად ვიტყოდი, რადგან ამ გამოცდიდან გამოსულმა ზუსტად ვიცოდი რა არის განათლების პრობლემა.

ანალიტიკური წერა ეხებოდა შემდეგ საკითხს:

1982 წელს ინგლისურ როკჯგუფ „პინკ ფლოიდის“ სიმღერის - „მორიგი აგური კედელში“ - მიხედვით გადაიღეს ვიდეოკლიპი. კლიპში ასახულია სასკოლო გარემო. ვხედავთ კადრებს: მასწავლებლები ერთნაირი მკაცრი გამომეტყველებით მიემართებიან საკლასო ოთახებისკენ, ჩამწკრივებული სკოლის მოსწავლეები აგურით ნაშენ გვირაბში შედიან, იქიდან კი ერთნაირი ნიღბებით გამოდიან - ერთ თარგზე მოჭრილნი; სკოლა ჰგავს აგურის კედლებით გატიხრულ საწყობს. კლიპის დასასრულს მოსწავლეები ნიღბებს გადაყრიან და ამტვრევენ სკოლის ნივთებს.

სიმღერა „მორიგი აგური კედელში“ იწყება ფრაზებით:

„არ გვჭირდება განათლება,

არ გვინდა ფიქრებს გვიკონტროლებდნენ ...

ჰეი, მასწავლებლებო, დაანებეთ თავი ბავშვებს! .. ‘’

რა პრობლემას ეხება „პინკ ფლოიდი“?

რა განაპირობებს ამ პრობლემებს და რა არის გამოსავალი?

საუკუნეებია სპეციალისტები, ფსიქოლოგები და პოლიტიკოსები ცდილობენ შექმნან განათლების იმგვარი სიტემა, რომელიც მაქსიმალურ შედეგებს მოგვცემს, თუმცა შედეგებით დღემდე არ ვართ კმაყოფილი, რა არის ამის მიზეზი? ცუდი განათლების მინისტრი! ან ბიუჯეტში არასაკმარისი თანხა თუ რეფორმის ხარვეზები? პასუხების ჩამოწერა დაუსრულებლად შეგვიძლია და მე ვფიქრობ არცერთი პასუხი არ არის სწორი.

რა პრობლემა დაინახა „პინკ ფლოიდმა“? ამის მისახვედრად დიდი ფიქრი არაა საჭირო. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სკოლა და მთლიანად განათლების სისტემა არის ფაბრიკა, ინკუბატორი, ცეხი რომელიც უშვებს შემდეგ აგურს წინისგან არაფრით განსხვავებულს. ერთი დიდი კონვეიერული სისტემაა, საიდანაც გამოსული ყველა ბავშვი ერთმანეთს გავს, მათში ჩაკლულია ინდივიდუალიზმი, ინტერესები და მისწრაფებები.

აი ესაა პრობლემა რომელსაც ალბათ ყველა მოქმედი მასწავლებელი ჩემზე კარგად, გამართულად, ორთოგრაფიულად სწორად და სინტაქსურად მოწესრიგებულად დასწერდა.

პირველი: საკითხავია ეს პრობლემა რამდენად ეცნოთ? და მეორე: თუ მიხვდნენ რა განაპირობებს ამ პობლემას? თუ პირველი კითხვაზე სწორი პასუხი აქვთ ესეიგი პრობლემი არსიც გაიგეს. ყოველშემთხვევაში მე სწორედ ამგვარადგავიგე პასუხი, კითხვაზე: რა არის გამოსავალი?

ყველაზე გასაკვირი ჩემთვის იყო არა პრობლემის არსის ძიება, არამედ ის სიახლოვე რაც ვიგრძენი ამ სიმრერაზე ფიქრის დროს.

პინკ ფლოიდის სიმღერა „მორიგი აგური კედელში“, ზუსტად ასახავს ჩემს განვლილ გამოცდილებას.

პინკ ფლოიდის ეს სიმღერა ზუსტად ასახავს საბჭოთა თაობის გამოცდილებას.

ეს სიმღერა ზუსტად ასახავს დღევანდელი ბავშვების პრაქტიკას.

მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ პინკ ფლოიდი ამ სიმღერით არა ჩვენ/საქართველოს, არამედ დასავლურ განათლებას აკრიტიკებს.

თუ ჩვენი მასწავლებლები საბჭოთა წარსულიდან მოდიან და ევროპელი მასწავლებლები თავისუფალი საზოგადოების შვილები არიან.

თუ ჩვენი ეკონომიკა მცირეა და მათი ეკონომიკა მსოფლიოში წამყვანი.

თუ ჩვენ სხვა მენტალიტეტი გვაქვს და დასავლეთში სხვა მენტალიტეტია.

თუ ჩვენთან მინისტრები/მთავრობები ცუდია და იქაური მთავრობა კარგი.

თუ ჩვენი რეფორმები არასწორია და დასავლეთის კი შესანიშნავი! მაშინ რატომ ჰგავს პინკ ფლოიდის თვალით დანახული დასავლური განათლების სისტემა ჩვენს სისტემას?

სწორედ ეს კითხვები იყო ის რამაც გამაკვირვა და დამაფიქრა.

კითხვა თუ რატომ ერგება მთელი სიზუსტით პინკ ფლოიდის ეს კრიტიკა, როგორც დასავლეთს ისე ჩვენს საბჭოთა წარსულს თუ აწმყოს, გახდა გასაღები იმ კითხვისა თუ რა არის გამოსავალი.

რატომ გავს ჩვენი და დასავლური განათლების სისტემა პინკ ფლოიდის გადმოსახედიდან ერთმანეთს და თუ ობიექტურადაც გავს! მაშინ რატომ გვგონია რომ დასავლური სისტემა რაღაცით ჩვენზე უკეთესი და მისაბაძია?

ეს გასაოცარი და ამაზრზენი მსგავსება არის მიდგომების ბრალი და მას კავშირი შინაარსთან არ აქვს, არანაირი იდეალური განათლების რეფორმა, თავისი იდეალური მინიტრებითა და მასწავლებლებით არ არის გამოსავალი, რადგან მჯერა რომ დასავლეთში ბევრი კეთილშობილური რეფორმა და მინისტრი გაიტეტსტა თუმცა მაინც ფაბრიკებად გადაიქცა სკოლები.

პრობლემა მიდგომებშია.

კონკრეტული მიდგომა კი არაა შესაცვლელი არამედი საერთოდ მიდგომა თავისი არსით არის პრობლემის სათავე. რაცარუნდა იდეალური და კეთილშობილური მოდელი მოვიფიქროთ ის განწირულია, რადგან იდეალური რეფორმა მოითხოვს სტანდარტებს, რადგან თუ მოდელი შეიქმნა, მოდელი ნიშნავს სტანდარტების კრებულს, თუ ის იდეალური კრებულია, მაშინ ის თანაბრად უნდა იყოს განხორციელებული ხულოს სკოლაშიც და თბილისის სკოლაშიც, შესაბამისად ჩვენს მიერ შექმნილი იდეალურ მოდელი თავისთავში ითხოვს კონტროლს, რადგან ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, შეუძლებელია ხულოს პედაგოგის ქცევა და თბილისის სკოლის პედაგოგის ქცევა იყოს ერთნაირი თუ არ გავაკონტროლეთ. არა და იდეალური მოდელი თუ იგი არისყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი, მოითხოვს ერთნაირად შესრულებას, ამ სტანდარტებს უნდა დაემორჩილონ მასწავლებლები, შესაბამისად სტანდარტია საჭირო მოსწავლეებისთვის და სტანდარტებია საჭირო წიგნებისთვის. თუ სტანდარტია რაცარუნდა მინიმალური იყოს ის, მასწავლებლები ვალდებულნი არიან დაიცვან იგი და მოიქცნენ სტანდარტულად, ბავშვებიც ვალდებულნი არიან მოიქცნენ ერთმანეთის მსგავსად და ისწავლონ ერთმანეთის მსგავსად, მიუხედავად იმისა რომ ბავშვთა უნარები სრულიად განსხვავდება და ამ სტანდარტებში დაქსელილი სკოლა უცებ გადაიქცევა ჩვეულებრივ ფაბრიკად და არანაირი დასავლური თუ საბჭოთა განათლების ერთმანეთთან შედარება იმის გამო, რომ დასავლეთში უკეთესი მერხები აქვთ და ჩვენთან დაფხაჭნილი მერხია მოცემულობას არ ცვლის. ორივე ერთი ნაგავი მოდელია, რომელიც იმიტომაცაა წარუმატებელი, რომ სისტემურია.

რა არის პრობლემა? პრობლემა ისაა რომ ნებისმიერი მოდელი განწირულია თუ ის მოითხოვს სისტემურობას. სიტყვა მოდელიც განწირულია..

რატომ არის სიტემური? თუ სახელმწიფო ქმნის განათლების მოდელს, ის ავტომატურად ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს, ყველასთვის ერთნაირი კი მაშინ იქნება თუ სისტემურია.

სისტემურობა არის საძირკველი პრობლემის, რომელიც იწვევს უფრო დიდი უბედურებას ბავშვებისთვის. სკოლა დღეს არის ბავშვებისთვის ინფორმაციის მიწოდების ინსტიტუტი. სწორედ ეს არის სისტემის შედეგი. სკოლა უნდა იყოს არა ინფორმაციის მიმწოდებელი, არამედ ბავშვებზე მომსმენი, დამკვირვებელი და დამხმარე, რადგან ბავშვებმა ზუსტად იციანრაც უნდათ, რაც მოსწონთ, სკოლის მიზანი მათი სურვილების, ინტერესების გაფართოება და დახმარებაა, ბევრს აღარ გავაგრძელებ რადგან როგორიც უნდა იყოს სკოლა ეს ყველამ ზეპირად ვიცით.

ჩვენი პრობლემა კი ისაა, რომ გვგონია სკოლის დღევანდელ მდგომარეობას შევცვლით ისე, რომ მას სიტემურობას შევუნარჩუნებთ, ეს ხომ შეუძლებელია.

შეუძლებელია სკოლები იყოს თავისუფალი და ამავდროულად სისტემურნი, შეუძლებელია თავისუფალმა მასწავლებელმა და თავისუფალმა მოსწავლემ მოიქცეს სხვა თავისუფალი მსაწავლებლისა და მოსწავლის მსგავსად. ჩვენ გვეშინია ამ თავისუფლების, არადა გამოსავალი მხოლოდ ესაა.

პინკ ფლოიდი გვეუბნება რომ დასავლური განათლებაც იგივე შინაარსისაა როგორიც ჩვენი, რადგან ყველგან განათლება სისტემურია, სახლმწიფოს მიერ მართულია.

რა არის გამოსავალი? ამას ისევ პინკ ფლოიდი გვპასუხობს.

-ჰეი, მასწავლებლებო, დაანებეთ თავი ბავშვებს!

თავი უნდა დაანებონ ბავშვებს მასწავლებლემბა, მასწავლებლებს რესურსცენტრებმა, რესურსცენტრებს სამინისტროებმა და ჩვენ მივიღებთ იდეალურ განათლებას. თუ რესურსცენტრი არ უნდა აკონტროლებდეს მასწავლებლებს, მაშინ რესურსცენტრი არც უნდა არსებობდეს, რაში გვჭირდება? და თუ განათლების სამინისტრომ არუნდა ჩაერიოს განათლებაში, სკოლებისა და უნივერსიტეტის საქმეებში, მაშინ მათი არსებობის აზრი აღარც არის.ყველა განათლება ერთნაირია ბრიტანეთიდან საქართველომდე, განსხვავება იმაშია სად რამდენად თავისუფალი სივრცე რჩება..

და მაინც! თუ გინდათ განათლებას აკონტროლებდეს სახელმწიფო, რადგანაც გეშინიათ ამ თავისუფალმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა არაფერი დააშავონ, საერთოდ რანაირად უშვებთ ბავშვებს სკოლაში, ვაი და კარგად ვერ გააკონტროლეს?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG