Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირდაპირი: ერევანში საპროტესტო აქცია განახლდა


ერევანში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია განახლდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აღარ შედგება საპროტესტო მოძრაობის ლიდერის, სომხეთის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ ფაშინიანის და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კარენ კარაპეტიანის შეხვედრა. ფაშინიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ, რათა განამტკიცონ „ხავერდოვანი სახალხო რევოლუციის“ გამარჯვება. ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა კარენ კარაპეტიანის მიმართვას სომხეთის პრეზიდენტისადმი, უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების კონსულტაციები, მათ შორის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე. ფაშინიანის განცხადებით, სანამ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი ასრულებს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიუღებელია და მას ბოიკოტს გამოუცხადებენ საარჩევნო უბნების ბლოკირებით, რათა არ დაუშვან „რესპუბლიკური პარტიის“ აღორძინება.

XS
SM
MD
LG