Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პიროვნება ტოტალიტარულ სახელმწიფოში


ავტორი: საბა ზაზაშვილი

რეჟიმი, რომლის დროსაც სახელმწიფო სრულად არის გაბატონებული საზოგადოებასა და პიროვნებაზე. იგი მიისწრაფის საზოგადოების ყველა სფეროზე კონტროლის დამყარებისაკენ, ეს არის სახელმწიფოს მთლიანი და ყოვლისმომცველი კონტროლი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროზე ძალისმიერი მეთოდების გამოყენების გზით.

დღესდღეობით, ტოტალიტარული სახელმწიფოს თვალსაჩინო მაგალითი ჩრდილოეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკაა, სადაც ბატონობს კიმ იონგ-უნი, სასტიკი დიქტატორი.

ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის უფლებები სრულიად უგულვებელყოფილია. მაგალითისთვის, ადამიანები მხოლოდ იმიტომ შეიძლება დააპატიმრონ ან სიკვდილით დასაჯონ, რომ დიქტატორის გამოჩენაზე სათანადო სიხარული არ გამოხატეს.

ტოტალიტარულმა რეჟიმი გაბატონებული იყო მეოცე საუკუნეში, რამდენიმე ქვეყანაში, რომელთა გარკვეული ნაწილი დღემდე ამ რეჟიმითაა წარმოდგენილი. პოლიტიკური რეჟიმი შეიძლება შეიცვალა, მაგრამ მოგეხსენებათ, რეჟიმის დაშლის თანავე მისი შედეგები არ ქრება. იდეოლოგია, რომელიც წლების განმავლობაში გაბატონებულია ადამიანზე და ცდილობს ადამიანის ჩამოყალიბებას/გაწვრთნას, როგორც მას მოესურვება დიდხანს რჩება საზოგადოების მემკვიდრეობად.

მაგალითად საქართველოში, რომელიც დღეს დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სახელმწიფოა მაინც არსებობს ხალხის ფენა, რომელთაც საბჭოთა კავშირის აქვს, ტოტალიტარული რეჟიმის ნოსტალგია აქვს. ისინი თვლიან, რომ იმ დროს მეტი წესრიგი იყო, ყველა დასაქმებული იყო, სამუშაო მოსწონდა მას თუ არა, ხალხს ისე ეცვა , ყველას ერთნაირ ფერში, ძირითადად შავი ან ნაცრისფერი, რომ სოციალური განსხვავება ადამიანებს შორის არ ყოფილიყო, თუ დავაკვირდებით ეს ფერები დღემდე აქტიურია საქართველოში და მოსახლეობის უმრავლესობა, ისევ შავ ტანსაცმელს იცვამს.

გარდა ჩაცმის სტილისა, ადამიანს/ პიროვნებას არ ქონდა საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება. ხალხის მართვის და მათზე ზემოქმედების ამგვარმა იდეოლოგიამ თვითონ ხალხზეც მოახდინა ზეგავლენა და დღეს ეს ყველაფერი ჩანს, ხალხის ნაწილს თავისუფალი, კრიტიკული, აზროვნება ჩვენს თანამედროვეობაშიც უჭირთ.

ტოტალიტარულ რეჟიმში პიროვნების როლს და რეალობას შესანიშნავად აღწერს, ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოები- „დათა თუთაშხია“-ს, მთავარი პერსონაჟი არქიფო სეთური, სადაც არქიფოს ხალხი მძიმე შრომაში ჰყავს და ამბობს “ მე რომ მათ ვუთხრა ადამიანი ხარო მეტყვიან მაშინ ჩვენც შეგვიძლია შენი ადგილის დაკავებაო, ამიტომ ვეუბნევი რომ ცხენი და სახედარი ხარ თქო” ამით იგი ხალხს განვითარებას და თვითშეფასებას უდაბლებს და ყველაფერს რაც არქიფო იტყვის სიმართლე ჰგონიათ. და თუ ვინმე აღმოჩნდება ვინც მას წინააღმდეგობას გაუწევს სჯის და ამით სხვებს აშინებს.

ჩვენ ახალი თაობა საბედნიეროდ არ აღვზრდილვართ ასეთ გარემოში და უფრო თავისუფლად გავიზარდეთ. ამიტომ შედარებით სხვანაირად ვვაზროვნებთ ვიდრე უფროსი თაობა. ვისურვებ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს საკუთარი აზრი და განსხვავებული აზრის გამო იგი არ დაიჩაგროს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG