Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკა კრიმინალი არ არის


ავტორი: გიორგი ნუსხელაძე

მკითხველის მოსაზიდად ასეთი სათაურით ვიწყებ - პოლიტიკა კრიმინალი არ არის. კრიმინალია თუ გამდიდრების საშუალება შეხედულების ამბავია. სათაურში 19 მაისის შუალედური არჩევნებიც იგულისხმება და კრიმინალობის დონეს შედეგები შეგვატყობინებს. პოლიტიკის ან გამდიდრების საშუალების აქტუალობა მუდამ იყო და დარჩება. ასე რომ, თუ პატარა საქართველოში ამხელა აჟიოტაჟია, რა გასაკვირია მსოფლიოცა და ზე-ამერიკაც მსგავსი ციებ-ცხელებით იყოს შეპყრობილი.

მოგესალმებით!!!

დღევანდელი თემა პოლიტიკა, ფული, კრიმინალი და არჩევნებია, როგორც საქართველოში ასევე ევროპასა და ამერიკაში. მინდა გელაპარაკოთ, მთაწმინდის შუალედურ არჩვენებზე, მაგრამამხანაგ-მეგობრებმა რეკომენდაცია მომცეს პირადი შეხედულებები 20 მაისიდან გამოვამჟღავნო. რადგან, ვიწრო წრეში ვინმეზე გავლენა არ ჰქონდეს ჩემ შეხედულებებს. ხშირად განსხვავებული აზრები მაქვს, ხოლო განსხვავებულობა ქართველებს გვაშინებს და მტრის ხატს გვიქმნის, ამიტომაც რჩევას ვითვალისწინებ. ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე, ოღონდ დღევანდელ სტატიაში Avengers: EndGame-ზე დავწერ.

საოცარია მარველის კინემატოგრაფია. ეფექტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ფილმების შინაარსობრივი მხარეც ფანტასტიურია. პირველი 3000 წუთი დაუვიწყარი. ხოლო სუპერგმირების არსებობა, მსოფლიომ ნამდვილობასავით მიიღო. დიდი თუ პატარა მოუთმენლად ელოდა ყოველი ფილმის გამოსვლას. მსგავსი ნაბიჯი,გრანდიოზული მიღწევაა კინოგანვითარებისათვის. ისე არ გავიგოთ თითქოს კინოხელოვნების რომელიმე გენიოსს ვადარებთ ტარკოვსკის, ჰიჩკოკს ან სხვას, მაგრამ ვინ იცის ვიღაცისთვის ზევსია მთელი მარველი.

სუპერგმირების შემქმნელები საჯაროდ აღიარებენ ფილმების პოლიტიკურობას. ამ სიტყვაში უფრო თხრობა(ე.წ. ნარატივი) იგულისხმება, მსოფლიოს ზოგადი პრობლემები, დღის წესრიგში არსებული გამოწვევები და არა პოლიტიკური თეორიების კრიზისი ან ჰანტინგტონის, ჩერჩილის და ალ-პაჩინოს გამონათქვამები - ამან ეს თქვა, იმან ის თქვა.

ჯანდაბა!!!

500 სიტყვაზე ნაკლები დამრჩა. ფაქტების აღწერით შემოვიფარგლები. ოღონდ არა ასე „კაპიტანი წავიდა საჩხუბრად, ცუდ კაცებს მოერია ანდა შავი ქვრივი ლამაზია და ბენერს შეუყვარდა“, არამედ ასე „კაპიტანი ფარით და თავზე ლურჯი ტრუსიკით ჩხუბობს, ანდა შავი ქვრივი წითელ თმიანია, თბილად ექცევა ბენერს და თავს აყვარებს“.

მაშ ასე, ფილმს გავყვეთ!!!

ტონი დაბრუნებისთანავე ამერიკას ეუბნება - ბავშვი დაკარგა. კაპიტანი პასუხობს: „ჩვენ დავკარგეთ, ტონი...“. თავისთავად, სტარკი ინტელექტუალია, აქვს ცოდნა და დიდი პასუხისმგებლობები. უბრალო მოქალაქეა, არ აქვს არანაირი საჯარო სამსახური. მისგან განსხვავებით, სტივი უბრალო ჯარისკაცი იყო, რომელიც ემორჩილება ბრძანებებს და იცავს სამშობლოს. მსგავსი სცენა ალტრონის ერაშიც აისახა, სადაც კაპიტანს ყველა ჯარისკაცად მიაჩნია, ხოლო სტარკს არა. ტონის არც ბრძანებები სჭირდება, თავისუფალია. მისი ინტელექტუალური საკუთრების(რკინის კაცის კოსტუმი) მითვისებასაც კი ცდილობდნენ. აღჭურვილობას - რკინის პატრიორიც უწოდეს და კოსტუმი როუდის გადასცეს. ფაქტიურად, თავისუფალ მოქალაქეს ებრძვიან, მაგრამ ტყავის გადასარჩენად მზად არიან მიაკითხონ და დახმარება სთხოვონ - მხედველობაში მაქვს EndGame სცენა როცა ტონი შვილთან ერთად თამაშობს. იციან, რომ სტარკის ნაირი ბუნებრივი შესაძლებლობებითა და თავგანწირვით ვერ გამოირჩევიან. სარგებლობენ რა, რკინის კაცის ალტრუისტური ბუნებით, ისინი ყოველთვის სთხოვენ დახმარებას, რადგან იციან ტონი საქმეს გააკეთებს.ფილმში ასევე, ვხედავთ კაპიტან ამერიკას რომელიც წრიული თერაპიით ხსნის თავისი პერსონაჟის სცენას, რაც დამახასიათებელია ამერიკული სამყაროსთვის. წრე, გაზიარება, საუბარი და ემოციური დამოკიდებულების განაწილება.

ნატაშა რომანოვი - რუსი შპიონი. გადასული ამერიკის მხარეს. დაახლოებით ისეთი სცენაა, რუსეთიდან გაქცეული მეცნიერი რომ ეძებს ბედნიერებისა და დემოკრატიას. საბოლოოდ, მსოფლიოს გადასარჩენად ვორმირზე წირავს სიცოცხლეს.

თორ ოდისნსონი: გასუქებული ღმერთი, დეპრესიაში მყოფი ღმერთი, ღმერთი რომელმაც სამფლობელო და ოჯახი დაკარგა. უშეყვარებულო ღმერთი. ღმერთი, რომელიც ძველ უროს მისტირის. ამ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ სიმსუქნის პოლიტიკაა. რომელსაც მთელი მსოფლიო და ზეამერიკა ებრძვის.

პიტერ ქვილი - გალაქტიკის ერთ-ერთი მცველი. კითხვაზე: „დედამიწელი ხარ?“ პასუხობს: „არა, მისურიდან“. ეს იმ მოქალაქეს ჰგავს რომელის ჰედონისტური(ტკბობა) სურვილებით არის შეპყრობილი და ინტელექტი ნოლი აქვს.

შემდეგი კაპიტანი მარველია. ამ პერსონაჟზე დადებითს იშვიათად მოისმენთ. ძირითადად ჩემს გარშემო(და არა ყველაგან) უარყოფითად არიან განწყობილნი. ყველასგან გამორჩეულია თავისი ყველა ძალით. თითქოს კაი ტიპი უნდა ჩანდეს, მაგრამ... მარილი აკლია. ამინდიც არ უწყობს ხელს ხასიათში. ძალიან ფემინისტური პერსონაჟია, ნამდვილი რადიკალი ფემინისტი. გახსოვთ, სპაიკა რომ მიესალმება: „სალამი, მე პიტერ პარკერი ვარ“. მარველი ამპარტავნული ტონითა და ღიმილით ეკითხება: „რამე ხომ არ გაქვს ჩემთვის“. ამის შემდეგ 10 ქალი გვერდიგვერდ დგება და მიზნისკენ მიწევენ. ეს იყო პირველ ნაწილშიც, რაც საჯაროდ აღიარეს - ფემინისტური თხრობა(ე.წ. ნარატივი). ესეც დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის ნაწილია - ფემინისტური დისკურსები.

...... და ბოლოს დარჩენილი საწყალი 100 სიტყვა, მინდა სტივ როჯერსზე დავხარჯო.

კაპიტანი ამერიკა, სტივ როჯერსი და იგივე ზეამერიკა. ფიზიკურად გაძლიერებული ექსპერიმენტის წყალობით. ყოველთვის მზად არის იდეებისთვის იბრძოლოს, სიკვდილის უკანასკნელ წვეთამდე. ის უცვლელია. ფარულადაც ვპოუობთ ნიშნებს ამერიკის სიდიადისათვის: თავზე ჩამოფხატულ ლურჯ ტრუსიკზე ასო A; სტარკის(Stark) ცათამბჯენზე ბძოლის შემდეგ დატოვებული ასო A;ენდგეიმში სიტყვა შეკრების პირველი ასო A და ღმერთის კუთვნილების(ურო) დაუფლება. ალბათ მისი ღირსება ვაჟიშვილობასა და ერთგულებაში გამოიხატა. თუმცა თორის ჩაქუჩის აწევით როჯერსი ღმერთთან გააიგივეს. მან ჭექა-ქუხილიც კი დაიმორჩილა.

მეორე პოლიტიკური ნარატივი(თხრობა) სემისთვის საკუთარი ფარის გადაცემით გამომჟღავნდა. მოხუცი თეთრი კაპიტანი ზეამერიკა, ფარს აძლევს შავ სემს. არ ვიცი ობამა გამახსენდეს ძალაუფლების სათავეში თუ რასიზმის დაძლევა. ან იქნებ პენსიაზე გასული სტივი თეთრკანიანთა ფარ-ხმალის დაყრას ნიშნავს?!

დღევანდელი სტატია, პოლიტიკურია თუ კრიმინალური, რასისტული თუ სექსისტური, მთავარი ერთია: ტონი სტარკი რკინის კაცია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG