ავტორი: ნიკა პაპიაშვილი
სანამ უშუალოდ ქართულ პოპულიზმსა და პარტიებს შევეხებით, მანამდე განვიხილოთ პოლიტიკური პარტიისა და პოპულიზმის მნიშვნელობები. ამერიკელი პოლიტიკის მეცნიერი, ენტონი დაუნსი წერდა: „პოლიტიკური პარტია ადამიანთა გუნდია, რომელიც ცდილობს მოიპოვოს სახელისუფლებო აპარატი, დაიკავოს კაბინეტი სათანადოდ დადგენილ არჩევნებში“. იტალიელი მკვლევარი, ჯოვანი სარტორი კი პარტიებს განმარტავს, როგორც: „ნებისმიერი ოფიციალური ნიშნის მქონე პოლიტიკურ ჯგუფი, რომელიც წარდგენილია არჩევნებზე და ამ გზით მას შეუძლია კანდიდატების სახელმწიფო თანამდებობებზე განაწილება“.
რაც შეეხება პოპულიზმს, მის განმარტებას კემბრიჯის ლექსიკონში ასე ამოვიკითხავთ: „პოლიტიკურიიდეებიდააქტივობები, რაცხალხისმხარდაჭერისმოსაპოვებლადტარდება და მათთვისიმის თქმა,რისიმოსმენაცმათ სურთ“. უნდა ითქვას ისიც, რომ თანამედროვე პოლიტიკაში, სიტყვას „პოპულისტი“ ან „პოპულიზმი“ ნეგატიური დატვირთვა აქვს.
დღეს მსოფლიოში უამრავ პოპულისტურ პარტიას ვხვდებით, რომლებიც გამოკვეთილად საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც დღეს ძალზედ აქტუალურია და ხალხის დიდ ყურადღებას იქცევს. მაგალითად: ნაციონალიზმი, ტრადიციების შენარჩუნება და დაცვა დღევანდელობისგან, რელიგიური საკითხები, სოციალური უთანასწორობა, ასევე დღევანდელობით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები და ა.შ. განსაკუთრებითსაქართველოში პოპულარობას არ კარგავს მსგავსი თემები. ქართველი ხალხის უმეტესობას მწვავე რეაქცია აქვს მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადგილობრივი ტრადიციებისა და დღევანდელი რეალობის, ხშირ შემთხვევაში, შეუთავსებლობას. ამ ყველაფერს აშკარა კავშირი აქვს ისტორიასთან.
დეკოლონიზაციისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოიქმნა უამრავი პატარა და სუსტი ქვეყანა.თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზემოაღნიშნული საკთხები ძირითადადასეთ პატარა სახელმწიფოებში არის აქტუალური. მათ შორის ადგილს იკავებს საქართველოც. ასეთი ზომის ქვეყნები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ წესებსა და ტრადიციებს, მაშინ, როდესაც დიდი სახელმწიფოებისთვის ისინი ნაკლებად მნიშვნელოვანია.
ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, მუდამ უწევდა ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ და ხშირად მათი გავლენის ქვეშაც კი იყო მოქცეული. ამიტომ, ქართველი ცდილობდა, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი მიწა, ენა და რელიგია. შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი უახლესი ისტორიის დამოწმებაც საკმარისი იქნება იმის გასაგებად, თუ რა განაპირობებს ზემოაღნიშნული საკითხებისადმი დამოკიდებულებას საქართველოში,რომელსაც კიდევ უფრო ამწვავებს პოსტსაბჭოური სახელმწიფოს სტატუსი. ცნობილია, რომ იმ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ეროვნულობის შენარჩუნება რთული იყო, ამიტომ მუდამ გვიხდებოდა ბრძოლა საკუთარის დასაცავად. ეს იდეა დღემდეა შემონახული საზოგადოებაში.
პოპულისტური პარტიების მთავარი იარაღიც ხომ ეს არის, ისინი ქვეყანაში არსებულ, ზედაპირულპრობლემებზეაპელირებით უმრავლესობისმხარდაჭერისმოპოვებას ცდილობენ. ისეთი წარსულის მქონე ქვეყნებში კი, როგორიც საქართველოა და როგორშიც განსაკუთრებით მტკივნეულად განიხილება მსგავსი საკითხები, წარმატებასაც აღწევენ, რადგან სწორედ ამ გზებით ახერხებენ გარკვეული ხმების მიღებას.
ერთი შეხედვით „ზედაპირული დაპირებებით“ პარტიამ წარმატებას ვერ უნდა მიაღწიოს, თუმცა რეალობა სხვას გვიჩვენებს. პოპულიზმი, ძირითადად, საარჩევნოკამპანიისასაქტიურდებადა მისი მიზანიხალხისმხარდაჭერისმოპოვებაა, მარტივი და სწრაფი გზებით. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ორიენტირებულია ეკონომიკის აყვავებასა და დასაქმებაზე. ისინი ხალხს ახალისამუშაოადგილებისშექმნასადაცხოვრებისდონისგაუმჯობესებას ჰპირდებიან. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ ისინი დემოკრატიული განვითარებისაკენ სწრაფვაზე ამახვილებენ ყურადღებას. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ ადამიანის და შრომის უფლებების დაცვას გვპირდება. ქვეყანაში კი ზემოხსენებულთაგან თითოეული სასურველი და საჭიროა. შესაძლოა ესენიც პოპულისტურ დაპირებებად მივიჩნიოთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ჩამოთვლილი საკითხებიდან სამივე აქტუალურია. პარტიები კი, შესაბამისად, ამ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას.
ჩვენი ქვეყნის გარდა, პოპულისტური პარტიები სხვა ქვეყნებშიც პოპულარულები არიან.რაც შეეხება დასავლეთს, მისგან განსხვავებით ქართული პოპულიზმი შედარებით უფრო კონსერვატიულ სახეს ატარებს. დასავლეთში კი უფრო მეტად ის ლიბერალური ელემენტებით ხასიათდება. მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში პარტიები ქართული წესისა და ტრადიციის, ან რელიგიის დაცვის დაპირერბით ხიბლავენ ხალხს, დასავლეთში კი - თუნდაც სექსუალური უმცირესობების მხარდაჭერით. იდეოლოგიური აცდენების მიუხედავად ზოგჯერ ქართული პოპულიზმი შეიძლება გავდეს კიდეც ევროპულს ან ამერიკულს, მაგალითად: ქართველების უმეტესობაც ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მსგავსად იმიგრაციის შეზღუდვას ემხრობიან. ამ უკანასკნელის პოზიციას იზიარებს უამრავი ევროპელიც. როგორც მკვლევარი ჯეიკობ პუშტერი ამბობს: „მათ, ვისაც დიდ ბრიტანეთში „დამოუკიდებლობის პარტია“, გერმანიაში „ალტერნატივის პარტია“ და იტალიაში „ჩრდილოეთის ლიგა“ მოსწონთ, ასევე დადებითად აფასებენ ამერიკას და ენდობიან მის პრეზიდენტს“.
საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, საქართველოში პოპულისტური პარტიების პოპულარობას უამრავი ფაქტორი განაპირობებს. მათგან უმნიშვნელოვანესია იდეოლოგია და ისტორია. როგორც პოსტსაბჭოური ქვეყნების უმრავლესობაში, ჩვენს ქვეყანაშიც დაბალია სამოქალაქო ცნობადობა და ხალხის დიდი ნაწილიც პოლიტიკურად გაუნათლებელია, შესაბამისად პოპულისტური „ზედაპირული“ დაპირებებით ასეთი ხალხის გულის მოგება მარტივია. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს პოპულისტური პარტიის ქარიზმატულ ლიდერს, რომელსაც იგივე ხალხი დიდ ყურადღებას აქცევს და მხარს უჭერს. ასეთ ლიდერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.ქართული პოპულიზმი რაღაცით ნამდვილად წააგავს ევროპულსა და ამერიკულს, თუმცა ამ ორს ერთმანეთთან უფრო მეტი აქვს საერთო, ვიდრსაქართველოსთან.მოკლედ რომ ვთქვათ, დასავლურ პოპულიზმთანსხვაობა უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე მსგავსება და შესაბამისად განსხვავდება ჩვენი პოპულისტური პარტიებიც იქ არსებული პოპულისტური პარტიებისგან.