Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ერთადერთი ჭეშმარიტი გზა, რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ გადავიდეთ საბაზრო ეკონომიკის რელსებზე, არის პრივატიზაციის პროცესის უსწრაფეს დროში დასრულება"


რამაზ გერლიანი, "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი
რამაზ გერლიანი, "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში 2018 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7%-ით ნაკლებია. რამ განაპირობა ასეთი მკვეთრი შემცირება და რა ეფექტს იქონიებს ეს ეკონომიკაზე.

„ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტი, რამაზ გერლიანი რადიო თავისუფლების ეთერში ამბობს, რომ მისთვის და მისი არაერთი კოლეგისთვის ეს მოულოდნელი არ ყოფილა:

„ამას ჯერ კიდევ შარშან ვაჟღერებდით, რომ გვექნებოდა სტაგნაცია, თუმცა, მისი ახსნა მხოლოდდამხოლოდ იმით, რომ ძველი ინფრასტრუქტურული პროექტები დამთავრდა და ამის გამოა ეს, ამას ვერ მივესალმებით და მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც ტიპის ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც ამ შემთხვევაში ინვესტორის მიერ ხორციელდება, აქვს დასაწყისი და დასასრული, რომლის თარიღები მეტნაკლებად ყოველთვის ცნობილია. შარშანწინაც ვიცოდით, რომ ეს პროექტები მორჩებოდა.

ამიტომაც საჭიროა ხელშემწყობი პოლიტიკის გატარება, რომ არ გვქონდეს ჩავარდნა ინვესტიციებში, რადგან ინვესტიციური ნაკადების შემცირება უკვე ზეგავლენას ახდენს სხვა ეკონომიკურ ფენომენებზე და სხვა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე - დაწყებული დასაქმებიდან, დასრულებული იმავე ლარის კურსით.

მთელი ეს პერიოდი იმის ნაცვლად საინვესტიციო გარემო გაუმჯობესებულიყო, მიმდინარეობდა რეგულაციური ეკონომიკური პოლიტიკის ხელშეწყობა. ამას ემატება პოლიტიკური ვითარებებიც, რომლებიც ასევე არ ახდენს დადებით ზეგავლენას. შესაბამისად, ეს სტატისტიკა უკვე მეტყველებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანი კლება გვაქვს მშენებლობების მიმართულებით, მნიშვნელოვანი კლება გვაქვს უძრავი ქონების მიმართულებით და სხვა თითქმის ყველა დარგში გარდა სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესისა, ანუ მომსახურების სექტორისა, თუმცა, მისი ხვედრითი წილი იმდენად მცირეა, რომ ვერაფერს ცვლის მთლიან საინვესტიციო მონაცემებში“.

რამაზ გერლიანი მის თანამოაზრეებთან ერთად კვლავაც თვლის, რომ თავისუფალი ბაზრის უმთავრესი საფუძველი კერძო საკუთრებაა, საქართველოში კი საკუთრების უდიდესი ნაწილი კვლავაც სახელმწიფოს ხელში რჩება.

ეკონომისტი იხსენებს ინიციატივას "გახდი მესაკუთრე", როცა მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიციით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს და ითხოვდა სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივების ქვეყნის მოქალაქეებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას:

"სანამ პრივატიზების პროცესი არ დასრულდება, ჩვენ სამწუხაროდ ვართ ისევ და ისევ კომუნიზმში, რადგან მაჩვენებლები, რომლებიც ჩვენ გვაქვს პირდაპირ მიესადაგება კომუნისტურ დოქტრინას. კერძო საკუთრების სიმწირე - ვერ გადავერთეთ, რომ დომინირება მოიპოვოს კერძო სექტორმა. ეს არის ერთადერთი წერტილი, სადაც შეიძლება დაარტყა - ფორმირდეს კერძო საკუთრება და მთელი ეს კომუნისტური საშიშროებები იმსხვრევა, როგორც ბროლის ნაკეთობა",

ამბობს რამაზ გერლიანი და ფიქრობს, რომ გამოსავალი მხოლოდ ეს იყო. სხვაგვარად ინვესტიციური ნაკადების სახელმწიფო მეგა-პროექტებზე მიბმა იმ შედეგს მოიტანს, რაც გვაქვს. პრივატიზაციის პროცესის დასრულების გარდა, ეკონომიკის სტიმულირებისთვის აუცილებელ პირობად "დილის საუბრების" სტუმარი საგადასახადო ლიბერალიზაციას ასახელებს:


  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG