Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად საჭიროა მწირი ბიუჯეტის პირობებში ყველა პარტიის დაფინანსება?


ავტორი: რატი ჩაჩუა

  • პოლიტიკური პარტიების დაფინანსება საქართველოსთვის პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. რადგან ის ბადებს შეკითხვას: მცირე ბიუჯეტის პირობებში, რამდენად გამართლებულია ყველა პარტიის დაფინანსება სახელმწიფო სახსრებით? მაშინ როცა პარტიათა რიცხვი 200-ს აღემატება. პირადად მე ვთვლი, რომ დაფინანსება უნდა არსებობდეს გარკბვეული კრიტერიუმების გათვალისწინები, რომელთაც ქვემოთ განვიხილავ.
  • დავიწყოთ იქედან, რომ წინა წლებში ჩატარებულმა არჩევნებმა გამოავლინეს ის ხარვეზები, რომლებიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას. საკმაოდ უცნაური და გაუგებარია დაფინანსების ის კომპონენტები, რომელთა საშუალებითაც უპირატესად მმართველი პარტია დარჩა მოგებული. მასთან ერთად საარჩევნო ბლოგებიც, რადგანაც მათ მიზანს სხვადასხვა პრივილეგიის უსამართლოდ ხელში ჩაგდება წარმოადგენდა.
  • 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ შუალედური კვლევა მოამზადა - ,, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ “, რომლის თანახმადაც 1-ლი ივნისიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში 10319998 ლარის ოდენობის შემოწირულობის 93% ,,ქართულმა ოცნებამ” მიიღო, დანარჩენი კი 14-მა კვალიფიციურმა სუბიექტმა. აღსანიშნავია, რომ ,,ქართული ოცნების” მიერ მიღებული შემოწირულობა 16-ჯერ აღემატებოდა მეორე ადგილზე გასულ ,,ევროპულ საქართველოს” მაჩვენებელს.
  • 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების შესწავლისას ისევ ,, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა 3-ჯერ მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე მეორე ადგილოსანმა გრიგოლ ვაშაძემ. ორივე მონაცემი ხაზს უსვამს ერთს - არჩევნები ტარდება არათანაბარ პირობებში, რადგან ოპოზიციას უმცირდება გამარჯვების შანსი. სწორედ ფინანსებია ერთ-ერთი წინაპირობა გამარჯვებისთვის. ასევე ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ოპოზიციური პარტიების დამფინანსებლები მეტწილად ფიზიკური პირები იყვნენ. მათი გარჯა ამაო გამოფის, რადგანაც მეტოქეს გააჩნია ბერკეტები იმისა აიძულოს იურიდიული პირი დაეხმაროს მას. ამას ემატებიან ფიზიკური პირების კეთილი ნებაც გვერდით დაუდგენ მთავრობას. ამრიგად ირღვევა ძალთა წონასწორობა.
  • რაც შეეხება საარჩევნო ბლოკებს, ისინი თავისი არსით წარმოადგენენ კოალიციებს. მასში გაერთიანებულ პატარა პარტიებს ეძლევათ საშუალება არჩევნებში თანამშრომლობით მიიღონ მონაწილეობა. ამით აქვთ შესაძლებლობა მოიზიდონ უფრო მეტი მატერიალური რესურსი, ვიდრე დამოუკიდებლად.
  • რისთვისაა საარჩევნო ბლოკი მნიშვნელოვანი და რატომ უნდა ფინანსდებოდეხ ის? მისი მნიშვნელობა კარგად ჩანს იმაში, რომ 1990, 2003 და 2012 წლებში პოლიტიკური ძალა საარჩევნო ბლოკის სახით მოვიდა ხელისუფლებაში. რაც ნიშნავს, რომ რეალურად ერთ პარტიას არ შესწევს ძალა დაამარცხოს მმართველი ძალა. საარჩევნო ბლოკი პოლიტიკური პარტიების გაძლიერებისთვის, პოლიტიკური პლურალიზმის და კონკურენციისთვის არის საჭირო.
  • თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ საქართველოში საარჩევნო ბლოკებიც ხშირ შემთხვევაში ქმნიან პრობლემებს. უფრო ზუსტად, პარტიები ბლოკების საშუალებით იღებენ იმაზე მეტ შემოსავალს, ვიდრე ეს მათთვის რელევანტური იქნებოდა. მაინც რაში ვეძებოთ გამოსავალი? თუკი ხალხის საყრდენი ბოძი პარლამენტში, ხალხისვე საპირისპიროდ აღიმართება? რითი ვიქნებით დაზღვეულები, რომ ისედაც მწირი სახსრები ტყუილუბრალოდ არ გავფლანგოთ არაფერში? პირველი გამოსავალი სწორედ მანკიერებების აღმოფხვრაშია. ყველა დაფინანსების ობიექტი უნდა საარჩევნო სუბიექტი. არ უნდა ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა ის პოლიტიკური პარტია იქნება თუ საარჩევნო ბლოკი. თანაბარი სიკეთით ( საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების დაფინანსება, საარჩევნო ნომერი, უფასო სარეკლამო დრო… ) უნდა სარგებლობდეს ყველა მათგანი. მეორე სუბიექტ დაფინანსებას უნდა იღებდეს უკანასკნელი არჩევნების შედეგების გათვალისწინებით.
  • აუცილებელია განვიხილოთ დაფინანსება ფრაქციის შექმნისთვის. ესეც პრობლემატური საკითხია, რადგან საქმე ეხება 300000 ლარს, ანუ იმ ფულს, რომელიც ფრაქციის შექმნისთვისაა საჭირო. ამ პრობლემამ თავი იჩინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” მიიღო აღნიშნული თანხა, მაშინ როცა პარტიამ ვერ გადალახა 3%-იანი ზღვარი, მიიღო ხმების 0,78% და პარლამეტში შევიდა ერთი მაჟორიტარით. უნდა ვთქვათ, რომ ფრაქციის შექმნისთვის დაფინანსებაც მიუღებელია, რადგან ის პარტიის პარლამენტში შესვლას უკავშირდება და არა რაიმე განსაკუთრებულ გარჯას პარტიის მხრიდან. ფრაქციის ხარჯებს პარლამენტი უამისოდაც ანაზღაურებს.
  • ამრიგად საარჩევნო სუბიექტის დაფინანსება აუცილებელია, რაოდენ მცირე ბიუჯეტიც არ უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს. ძლიერი ოპოზიცია საზოგადოებრივი პრობლემების გამხმოვანებელია. ის არ მისცემს მთავრობას მოწყდეს რეალობას. თუკი ხელისუფლებამ არ იგრძნო, რომ საჭიროების შემთხვევაშიც კი მისი ჩამნაცვლებელი არ რსებობს, მაშინ ის მშვიდად იგრძნობს თავს, აღარ დაკავდება ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილებით. ეს კი ყველაზე საზიანოა მოსახლეობისთვის. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაიხვეწება პარტიათა დაფინანსება, რაც დღევანდელ რეალობაში ნამდვილად არ გვაქვს. საჭიროა დასავლეთის ქვეყნების გათვალისწინება, ჩვენი განვითარებისაა და წინსვლისთვის.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG