Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ვითხოვთ ამერიკისაგან და ევროკავშირისგან?


ავტორი: გიორგი ოთიაშვილი

აშშ და ევროკავშირი, ორივე მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთს უწესებს სანქციებს, ამავდროულად ჩვენც და უკრაინასაც გვეხმარება ეკონომიკის, კულტურის, დემოკრატიის და პოლიტიკის საკითხებში სპეციალური პროგრამით (USAID). აშშ-ში როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, ხალხი გადასახადებს იხდის და ამდიდრებს თავისი ქვეყნის ბიუჯეტს. აშშ ყოველ წელს საკუთარი ბიუჯეტიდან, ანუ საკუთარი ხალხის ფულით გვეხმარება ჩვენ, ამ დახმარებამ კი 24 წლის განმავლობაში 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ თანხებით საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა პროექტები ჩაატარა (სკოლების, რემონტი, ბაღების და ა.შ). ევროკავშირმა კი მარტო წელს საქართველოს 3.4 მილიარდი ევრო გამოუყო. ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრი - 61.5 მლნ, ანაკლიის პორტი - 100 მლნ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 233 მლნ, ფოთი გრიგოლეთის ხიდი - 25 მლნ, გრიგოლეთი - ქობულეთი გზის მშენებლობა 101 მლნ, ბათუმის გზაგამტარი 115 მლნ, ქუთაისის აეროპორტის სატვირთო ტერმინალი 61.5 მილიონი, ჩუმათლელეთი - არგვეთის გზატკევილი 1.006 მლნ, თბილისი - კუმისის ლოგისტიკური ცენტრი 78.3 მლნ, რუსთავი - წითელი ხიდის გზატკეცილი 115 მლნ, ალგეთი - სადახლო დამაკავშირებელი გზა 90 მლნ, სადახლოს მეგობრობის ხიდი 6 მლნ. წინა წელს ევროკავშირისაგან და ამერიკისაგან მიღებული დახმარებების შედეგად, შარშან საქართველოს ეკონომიკა მოსალოდნელი 4.5% ზრდის მაგივრად, 5.5%-ით გაიზარდა. 90-ანებშ, როდესაც საქართველოს ეკონომიკა ინგრეოდა, საქართველოს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა მსოფლიო ბანკისაგან აეღო ვალი რადგან დაებეჭდა ეროვნული ვალუტა საფრანგეთში. მსოფლიო ბანკიდან ვალის აღებისათვის საჭირო იყო 1 მილიონის შეტანა თავდაპირველად. საქართველოს 1 მილიონი კი არა 5 რუბლიც კი არ ჰქონდა. ჰოლანდიის მთავრობამ კი ადგა და დაგვეხმარა, 1 მილიონი ლარი გვაჩუქა. საქართველო გადაურჩა განადგურებას, ანარქია პიკს აღწევდა. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთი 1 რუბლსაც კი არ გვაძლევდა, მრავალამხრივი მოლაპარაკებების შემდეგაც კი. თამამად შეგივძლია ვთქავთ, რომ საქართველო ვერაფერს ვერ გახდება აშშ-სა და ევროკავშირის დახმარების გარეშე, და თუ მოხდა ისე, რომ ჩვენ უარი ვთქვით დახმარებებზე, უცბად აღმოვჩნდებით 90-ანი წლების კატასტროფაში. უმარავი ხალხი დასცინის ევროკავშირსა და აშშ-ს, რომ ოკუპაციის ფონზე მხოლოდ სანქციებს, მიმართავს. აშშ-მ რომ დაიწყოს რუსეთის ნაირი აგრესიული რიტორიკა, დადგება საფრთხე მესამე მსოლფიო ომისა, მითუმეტეს არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ბირთვულ ეპოქაში ვცხოვრობთ, მესამე მსოფლიო ომი მთელი კაცობირობისათვის ძალიან საშიში რამაა. ბირთვული იარაღი იწვევს წამებშ უმარავი ადამიანეის სიკვდილს და ვიც სიკვდილს გადაურჩება, ის რადიაციით მოიწამლება და ბოლოს მაინც გარდაიცვლება. სანქციები რუსეთის ეკონომიკას შეიძლება არ ანგრევს, მაგრამ საგრძნობლად ამცირებს. მარტო იმ მაგალითის მოყავნაც შეიძლება, რომ 100 რუბლად რუსეთში მხოლოდ „სნიკერს“ იყიდით და 10 დოლარი 800 რუბლს უდრის. ესეთი პოლიტიკა ადრე თუ გვიან გამოიღებს შედეგს. გარსა ამისა თუ საქართველო გახდება ნატოს წევრი, და მოკავშირეების ბაზები განლაგდება საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთს ისევ საკუთარი მოსახლეობის გაადგურების შიშით მოუწევს საქართველოს ტერიტორიის დატოვება, რადგან რუსეთმა არ იცის აშშ-ს სად ჰყავს განლაგებული თავისი წყალქვეშა გემები (UGM-133 trident II) რომლებსაც შეუძლია რამდენიმე წუთებში გაანადგუროს მთელი რუსეთი.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG