Accessibility links

"ეს არის რთული გზა, რომელიც საბოლოო შედეგამდე არ მიგვიყვანს"


12 თებერვალს საქართველოს პრემიერმინისტრმა და იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას გააცნეს მიწის რეგისტრაციის რეფორმის შუალედური შედეგები. რეფორმის წამოწყების საფუძველი იყო საქართველოში მიწის უდიდესი ნაწილის დაურეგისტრირებლობა.

2016 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მხარდაჭერით მიმდინარე პროცესმა ეს სურათი არსებითად ვერ შეცვალა. პროცესი გრძელდება. მას სხვებთან ერთად აკვირდება თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აგრარული პოლიტიკის კვლევის ცენტრიც, რომლის ხელმძღვანელის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი "დილის საუბრებში" განმარტავს მიწის რეგისტრაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელობას, აგრეთვე ლაპარაკობს სპორადულთან შედარებით სისტემური რეგისტრაციის უპირატესობაზე: "მაშინვე ვიძახდით, რომ ეს არის რთული გზა და საბოლოო შედეგამდე არ მიგვიყვანს". რატი კოჭლამაზაშვილის თქმით, სისტემური რეგისტრაცია, მართალია, ძვირია, მაგრამ სხვაგვარად მიზანი ვერ მიიღწევა.

"დილის საუბრების" სტუმარი ლაპარაკობს იმ პრობლემებზე, რასაც დაურეგისტრირებელი მიწების სიუხვე ქმნის ქვეყანაში.

აგრარული პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებმა გამოავლინა აგრეთვე მიზეზები, რის გამოც მიწის მფლობელების ან მიწით მოსარგებლეთა გარკვეული ნაწილი თავს არიდებს მიწის დარეგისტრირებას. ამ მიზეზთა შორისაა: დაბეგრვისგან თავის არიდება, მევალეთა რეესტრში ყოფნის გამო მიწის დაყადაღების შიში, სოციალური დახმარების ჩამორთმევის შიში, ხანგრძლივად არსებული დავები მიწაზე და ა.შ..

Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG