Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაში ხარჯავს ფულს თბილისის მერია


  • თბილისობის ფარგლებში 1000 პერსონაზე გამართულ ერთ ფურშეტში თბილისის მერიამ შპს “ვანილა ივენთს” 81 000 ლარი გადაუხადა.
  • წარმომადგენლობითი ხარჯები, რაც მიღებებს, ოფიციალურ სადილებს, წვეულებებს, საექსკურსიო და კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებზე დახარჯულ თანხას მოიცავს, 2018 წელს წინა წელთან შედარებით 32 %-ით არის გაზრდილი.
  • 2018 წელს თბილისის მერიაში თითქმის იმდენი შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობს, რამდენიც საშტატო. 615 შტატგარეშე თანამშრომლის ხელფასებმა, პრემიებმა და დანამატებმა ამ წელს 8 მილიონ ლარს გადააჭარბა.
  • 2011 წლის შემდეგ ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იმატებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შტატგარეშე მოსამსახურეების შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები.
  • 2018 წელს თბილისის მერიამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გავრცელებაში 2 790 000 დახარჯა;
  • Facebook-ზე რეკლამისთვის მერიამ 137 000 ლარზე მეტი დახარჯა.
  • მერიის სატელევიზიო რეკლამების 69%, რაც 361 117 ლარს შეადგენს, ტელეკომპანია იმედში განთავსდა;
  • 2018 წლის მონაცემებით თბილისის მერია 370 ავტომობილს ფლობს, საიდანაც 105 მოდელი 2018 წელს არის გამოშვებული და მათი უმეტესობა (53) ჰიუნდაის მარკისაა.
  • 2018 წელს გამოშვებული მანქანების შეძენა მერიას ჯამში 5,6 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.
  • საწვავში 2018 წელს მერიამ 1 671 201 ლარი დახარჯა, რაც წინა წელთან შედარებით 278 000 ლარით მეტია.

მონაცემებს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი”( IDFI) ავრცელებს მერიიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ თბილისის მერიისა და საკრებულოს მოქნილი და ეფექტიანი ბიუროკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია მისი ოპტიმიზაცია როგორ ხარჯების, ასევე ადამიანური რესურსის კუთხით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG