Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა აკლია ლევან კობიაშვილის ქონებრივ დეკლარაციას


მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი და ახლა უკვე ფეხბურთის ფედერაციის მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მესამე წელია ქონებრივ დეკლარაციას არასრულად ავსებს.

კობიაშვილი არ უთითებს თავისი 3 სახლის, 4 ბინისა და 3 მიწის ნაკვეთის ღირებულებს. 2018 და 2019 წლებში შევსებული დეკლარაციები არ შეიცავს ასევე ინფორმაციას მისი, როგორც პარლამენტის წევრის და როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შესახებ. 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს მხოლოდ ფედერაციის პრეზიდენტის ხელფასი- 63 334 ლარი წელიწადში.

2018 და 2019 წელს შევსებულ დეკლარაციებში მითითებულია კობიაშვილების წყვილი გერმანიაში გამომუშავებული თანხები. პარლამენტარის მეუღლე თამარ წულეისკეირი ამ მონაცემებით გაცილებით უფრო მაღალანაზაურებადია, ვიდერე თავად კობიაშვილი.

თამარ წულეისკირი 2017 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა და მისი 2018 წელს შევსებული და ერთადერთი დეკლარაციიდან ირკვევა რიგი საკითხები, რაც მისი მეუღლის დეკლარაცია არ არის მითითებული.

  • 2006 წელს დიუსელდორფში 450 კვ.მ-ის ფართის მქონე საცხოვრებელ სახლში წყვილმა 1 150 000 ევრო გადაიხადა

  • 2014 წელს ბერლინში მდებარე საცხოვრებელ სახლში 1 690 000 ევრო, თუმცა ამ სახლთან დაკავშირებით შეუთანხმებლობა აქვთ დეკლარაციებში: კობიაშვილის დეკლარაციების მიხედვით ის 550 კვ.მეტრი ფართობისაა, თამარ წულეისკირს კი 350 კვ.მეტრი აქვს მითითებული.

  • თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ბინა კი, რომელიც 442 000 დოლარად აქვთ შეძენილი, თამარა წულეისკირის მიხდვით შეძენილია 2007 წელს და 222 კვ.მეტრის ფართის არის, ლევან კობიაშვილის დეკლარაციის თანახმად 2008 წელს არის ნაყიდი და მისი ფართი 180 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

  • კობიაშვილის ოჯახი აბაშიძის ქუჩაზე კიდევ ერთ ბინას ფლობს, რომელიც ორი დეკლარაციის მონაცემებით 2013 ან 2014 წელს აქვთ შეძენილი 99 000 დოლარად და რომელიც თამარ წულეისკირის თქმით 194 კვადრატული მეტრია, ლევან კობიაშვილის დეკლარაციის მიხედვით 110 კვ.მ.

  • ოჯახი ფლობს ასევე 115 000 დოლარად შეძენილ მიწის ნაკვეთს ბაკურიანში, 50 000 დოლარად შეძენილ ნაკვეთს წყნეთში. წყნეთშივე აქვთ 2006 წელს სხვადასხვა მონაცემებით 500 ან 450 კვ.მ, საცხოვრებელ სახლს და 2005 წელს თბილისში, შიო მღვიმელის ქუჩაზე 105 000 დოლარად ნაყიდ ბინას.

2019 წელს ლევან კობიაშვილის მიერ შევსებული დეკლარაციის თანახმად მან ორი ბინის გაქირავებით 21 000 დოლარის შემოსავალი მიიღო .

ყოფილი დეპუტატის დეკლარაციები არ იძლევა ინფორმაციას მისი პოლიტიკური შემოწირულებების შესახებ.

თუმცა აუდიტის სამსახურის საიტზე მითითებულია, რომ ლევან კობიაშვილმა 2016 წელს “ქართულ ოცნებას” 55 000 ლარი შეწირა, 2018 წელს კი პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს -10 000 ლარი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG