წითელარმიელთა ქუდის, „ბუდიონოვკის“ აღმასვლა და დაცემა.
რა ბედი ეწია წაწვეტებულ კომუნისტურ ქუდს?
1
ერთ დროს ის რუსეთის კომუნისტი ექსტრემისტების წაწვეტებული სიმბოლო იყო.
2
... მაგრამ წითელი არმიის მიერ მისი შემოღებიდან სულ რამდენიმე კვირაში ქუდი „ბუდიონოვკა“ (რომელსაც სახელი ბოლშევიკების მარშლის, სემიონ ბუდიონის პატივსაცემად დაერქვა) ამოღებულ იქნა ხმარებიდან.
3
1920 წლის აღლუმზე კომუნისტების ნაწილს ეს ქუდი, ნაწილს კი ჩაფხუტი ახურავს. ქუდის ისტორიაზე დისკუსია გრძელდება, თუმცა რუსი ისტორიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს წაწვეტებული ქუდი თავდაპრიველად ცარისტული არმიისთვის შეიქმნა.
4
ქუდი შექმნა მხატვარმა ვიქტორ ვასნეცოვმა (ეს 1873 წლის სურათი მისი ავტოპორტრეტია) ცარისტული ეპოქის ბოლო პერიოდში. ეს ქუდი, შესაძლოა მხოლოდ აღლუმებზე, უნდა დაეხურათ პირველი მსოფლიო ომის მონაწილე რუს ჯარისკაცებს.
5
მხატვარმა ვასნეცოვმა, რომლის ერთ-ერთი საყვარელი თემა რუსული მითოლოგია იყო, ქუდ „ბუდიონოვკის“ ფორმა ლეგენდარული „ბოგატირების“ მუზარადებს მოარგო.
6
„ბოგატირები“ იყვნენ მითიური რაინდები, რომლებიც რუსეთის ბუნებაში დაეხეტებოდნენ, ხოცავდნენ დრაკონებს და თავიანთ მიწას უცხოელების შემოსევებისგან იცავდნენ. ეს ნახატიც ვასნეცოვს ეკუთვნის.
7
წითელარმიელების აღლუმი მოსკოვში. გავრცელებული ცნობებით, მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა 1917 წელს ძალაუფლება მოიპოვეს და პირველ მსოფლიო ომს გამოეთიშნენ, მათ ცარისტული პერიოდის საწყობებიდან ათასობით ახალი ქუდი ჩაიგდეს ხელში...
8
... და დაიწყეს თავიანთი ვერსიის გამოშვება, რომელსაც 10,5-სანტიმენტრიანი ვარსკვლავი ჰქონდა მიკრული.
9
მაგრამ ქუდებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მალე იჩინა თავი.
10
1923 წელი, „ბუდიონოვკიანი“ კომუნისტები მოსკოვის ერთ-ერთ მონასტერში მაროდიორობენ. ამ ქუდებს რუსეთში ძირითადად ზამთრობით იყენებდნენ, მაგრამ ბუდიონოვკის ქსოვილი შედარებით თხელი იყო და ქუდი ყინვაში საკმარისად არ ათბობდა.