ავტორი: ლევან გორგაძე
საკმაოდ დიდ მითქმა-მოთქმას ვხედავ პირბადეებთან დაკავშირებით და მესმის შეძახილები: "ვინც ამით ხელს ითბობთ" "უნამუსოები ხართ ფასებს ნუ ზრდით" და ა.შ
შევეცდები არატრადიციული თუმცა მარტივი ენით ავხსნა ის, რომ რასაც თქვენ შინაგანად "კეთილი მიზნით" აპროტესტებთ (პირბადეების ფასის ზრდა) არის გაუაზრებელი ნაბიჯი და მინდა რომ ამ საკითხს განათლებით და მეტი გონებამახვილობით შეხედოთ.
ჩავთვალოთ რომ საქართელოს ტერიტორიაზე არსებულ საბაზრო ბირჟებზე საშუალოდ მოიპოვება 50 მილიონი პირბადე (ეს რიცხვი უბრალოდ პირობითია) რომელთა რაოდენობაც არასტანდარტულად არის გადანაწილებული სხვადასხვა აფთიაქებში, სხვადასხვა ლოკაციით. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეპიდემიის საშიშროების პანიკიდან გამომდინარე, მოსახლეობაში ჩნდება მოთხოვნა პირბადეებზე. ყველა მოქალაქე, სახლში ეზიდება 10-10 და მეტს მათი რეგულარულად გამოყენების მიზნნით. წარმოიდგინეთ მოთხოვნის ასეთი ზრდის დაკმაყოფილებას სჭირდება მიწოდების ზრდაც, რომელიც დროისა და ამ პროდუქტის შემოტანის მსურველების არ არსებობის ფაქტორიდან გამომდინარე არ ხდება. ამიტომ მოთხოვნის ზრდა პირბადეებზე იწვევს მათი რაოდენობის შემცირებას, და 50 მილიონიდან საკმაოდ მაღალი ტემპით ბაზრიდან ქრება ჯერ „25 მილიონი” შემდეგ 10 და პირბადეების რაოდენობა დღითი დღე იკლებს.
არსებობს ეკონომიკის ეგეთი კანონი, რომელიც ამბობს: რომ თუ მოთხოვნა იზრდება და მიწოდება მოთხოვნას ვერ აბალანსებს აუცილებლად მოსალოდნელია ფასის ზრდა, ეს ნაწილი საკმაოდ დესპოტურად გესმით თუმცა შევეცდები ადამიანურ ენაზე ავხსნა.. ეკონომიკის ამ დაუწერელი კანონის ეფექტურობა ემსახურება იმას, რომ კონკრეტული პროდუქტი ბაზარზე მაქსიმალურად ეფექტიანად და დიდ ვადებში შენარჩუნდეს.ანუ ბაზარი თავისი ბუნებით ინდივიდების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების მაქსიმალურ პირობებს ქმნის და მოთხოვნად პროდუქციაზე ცდილობს დეფიციტის არიდებას, ამისთვის კი იგი ზრდის ფასს.. ანუ რომ არ აიწიოს ფასმა, ამას ექნება გაცილებით სავალალო შედეგი, რაც გამოიწვევს სპონტანური დეფიციტის პრობლემას.
ახლა წარმოიდგინეთ. რა მოხდება მაშინ როცა 5 თეთრიანი პირბადეების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია და ფასი ჯერ ისევ 5 თეთრია. მოხდება ის რომ ჩვენ, ადამიანები, მომხმარებლები, გავაგრძელებთ იმ რაოდენობის პირბადეების ყიდვას რასაც აქამდე ვყიდულობდით, და რომ არა ფასის აწევა, ერთეულები რომლებიც პირველად ჩადგებიან სააფთიაქო რიგში, სრულიად აითვისებენ თითო აფთიაქში დარჩენილი 40-50 ცალ პირბადეს. იმიტომ რომ ის 5 თეთრი ღირს და რა თქმა უნდა ყველა თავის ოჯახსა და კეთილდღეობაზე ფიქრობს. ხოლო როცა ბაზრის პირობებში ფასი ზემოთი იწევს(რომელიც თქვენ არ მოგწონთ) ეს კონკრეტული ერთეული პირები ვეღარ ახერხებენ იმდენი პირბადის ყიდვას რამდენიც მათ ეკონომიკურ შესაძლებლობებს აღემატება. ანუ აფთიაქში დარჩენილი 40 პირბადის რაოდენობა არა თუ 4 კაცზე არამედ, უფრო მეტზე ნაწილდება, ვინაიდან მისი ფასი არათუ 5 თეთრია არამედ 30 ან 40. თუ სიტუაცია კიდევ რთულდება და მოთხოვნა მაინც არ ცხრება და არც მიწოდება გვეხმარება ფასი კიდევ იზრდება, ეს კი აიხსნება იმ ეფექტურობით რომ ბაზარმა მაქსიმალურად გადაანაწილოს პროდუქტის ანუ პირბადის რაოდენობა მოსახლეობის დიდ მასებზე. შესაბამისად ის მოსაზრება რომ „ფასის ზრდა არაპატრიოტული და ბორტოულია” ებრძვის ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან დეტალს: რომ არ გაიზარდოს ფასი, დამიჯერეთ უფრო მეტად იწუწუნებთ პირბადეების მასიური გაქრობის პრობლემაზე. ვინაიდან ამ პროდუქტის ათვისებას მოახერხებენ ერთეულები, ან შეიძლება აფთიაქის რიგში ჩხუბსაც კი შეესწროთ, მაშინ როცა პირველ მყიდველს გამოაქვს აფთიაქში დარჩენილი 50ივე პირბადე როცა მის უკან 20 ადამიანი ამავე პროდუქტის რიგშია..
ამ ყოველივეს შემხედვარე, თუ ვინმეს გული შესტკივა ფასის მატების როგორც მავნებლობის ასპექტზე, თავისი წვლილი შეიტანოს მიწოდების გაზრდაში და დაუზარელი შრომით კიდევ 10 მილიონი პირბადე ჩამოიტანოს საზღვარგარეთიდან. ეს შედეგად მოიტანს ფასების რეგულირებასაც და მინიმუმ ერთით მეტ გამდიდრებულ კაპიტალისტს
დაწერეთ კომენტარი