Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უნდა ერქვას საქართველოს უკრაინულად?


ავტორი: გიორგი ერიშვილი

უკრაინულ საიტზე „censoru.net“ გამოქვეყნდა პეტრო პოროშენკოს წინადადება უკრაინის ოფიციალურ დუკუნენტაციაში საქართველოს სახელის შეცვლის თაობაზე:

„ჩემი აზრით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს ოფიციალურ სახელწოდებად „საქართველოს“ შემოღებისათვის“, - წერს ის „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

თავი დავანებოთ იმ გარემოებას, თუ რა მიზეზით გამოთქვამს თავის აზრს პოლიტიკოსი, - სურს მას ანტიიმპერიული მინიდემარში, ქართველების წინაშე რეაბილიტაცია თუ არჩევნების წინ წაკეკლუცება, - მთავარია, რომ მისი წინადადება პირველი არ არის და ის უკრაინელებისთვის ძალიან დაფასებულ მეზობლებს, ლიტველებს, ჰბაძავს.

ამდენად, რადგან საკითხით დაინტერესება ერთეული შემთხვევა არ გახლავთ, ბუნებრივია მის მიმართ გამოხმაურებებიც.

ამ მხრივ ერთობ საინტერესოა მავანი „ალექსანდრეს“ შეხედულება, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს ზემოხსენებული საიტის კომენტარებში:

„თუკი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს სახელის შეცვლის თაობაზე, რატომ არ შეიძლება ეს სახელწოდება იყოს „Georgia”? თუ „გრუზიას“ შევცვლით „საქართველოთი“, მაშინ ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეთა სახელწოდებაც უნდა შეიცვალოს "ქართველით“? მე რომ მკითხონ, ავირჩევდი მსოფლიოში საყოველთაოდ მიღებულ „Georgia”-ს, იმიტომ რომ „საქართველო“ და „ქართველი“ გახლავთ ქართველების თვითსახელდება“.

უნდა ვივარაუდოთ, რომ კომენტარის ავტორს აუცილებლად ეყოლება თანამოაზრეები.

ნიშანდობლივია, რომ სლავურსა და აღმოსავლეთევროპულ ენებში, მეცნიერთა დასკვნებით, სახელწოდება „გრუზია“ ნაწარმოებია სპარსულ-არაბული „გურჯისაგან“.

ცხადია, სრულიად მართებულია პოსტსაბჭოურსა და, ზოგადად, აღმოსავლეთევროპულ სივრცეში წარმოშობილი მსგავსი ნასესხობისგან განთავისუფლების მოთხოვნა.

ხოლო რადგან საკითხი ასეთ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო მასშტაბით, ის არ შეიძლება მიშვებულ იქნეს თვითდინებაზე და სათანადო ქართული სამსახურები, ალბათ, უნდა ჩაებან მისი გადაწყვეტის საქმეში!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG