Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უხილავი ბარიერები აქვთ ქალებს ქართულ პოლიტიკაში?!


ავტორი: მარიამ ხინგავა

დემოკრატია ნებისმიერი ადამიანის სათქმელს გულისხმობს, მსოფლიო მოსახლეობის 50%-ს ქალები შეადგენენ მიუხედავად ამისა, ისინი არ მონაწილეობენ სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ვინაიდან მათ არ აქვთ საკმარისი წვდომა პოლიტიკურ რესურსებთან, შესაბამისად ამ კუთხით აუცილებელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა დაბალია, ამიტომ საერთაშორისო ნორმებთან და გენდერულ თანასწორობის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსასვლელად გაუმჯობესებას საჭიროებს, 2014წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კი ზემოთ მოხსენებული მოსაზრების სისწორეში მეტად ვრწმუნდებით, ვინაიდან არჩევნების შემდეგ, ქალთა წარმომადგენლობის წილი ადგილობრივი თვითმმართველობისდონეზე 11.1% შეადგენს მაშინ,როცა მოსახლეობის 53% ქალია, ხოლო მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში 20% პროცენტსაც ვერ აღწევს რთულია ვისაუბროთ ამ მხრივ პროგრესის ნიშნებზე.

ქალთა ჩართულობა, მონაწილეობა და წვდომა ფორმალურ პოლიტიკურ ძალაუფლებაზე უკავშირდება უამრავ სხვადასხვა სტრუქტურულ და ფუნქციურ ბარიერს მიმაჩნია, რომ ქალთა არ ყოფნა პოლიტიკურ არენაზე გამოწვეულია შემდეგი სახის დაბრკოლებებით:პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური,იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორებით.

ვფიქრობ, პირველი ბარიერი ქალებისთვის არის პოლიტიკური კულტურისთვის დამახასიათებელი ტრადიციული დამოკიდებულება ქალების გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციასთან დაკავშირებით. ტრადიციების მიხედვით ქალის უპირატეს მოვალეობად, კვლავაც დედისა და დიასახლისის როლი რჩება, მძლავრი პატრიარქალური ღირებულებები კი მეტად ართულებს მათ მონაწილეობას საჯარო სივრცეში, რადგან ისინი კვლავაც ინარჩუნებენ სქესის მიხედვით სეგრეგაციას.

ხშირად ვხვდებით ისეთ მოდელებს, როცა შეჯიბრებითობადა კონფრონტაციის იდეა უგულვებელყოფს თანამშრომლობასა და კონსესუსს, ეს ძირითადად დამახასიათებელია პარტიული კუთვნილების შემთხვევაში, ამ ყველაფრის შედეგად კი ქალები უარს ამბობენ მამაკაცის სტილის პოლიტიკაზე ან მთლიანად მიდიან პოლიტიკიდან, რომლის გამოც ძალიან ცოტა მათგანი იღებს პოლიტიკაში მონაწილეობის გადაწყვეტილებას.

UNDP-ის კვლევის მიხედვით საქართველოს მოსახლეობას სჯერა, რომ პოლიტიკა კაცის საქმე უფროა, ხოლო ქალებს ამ საქმეში შეზღუდვები უნდა ქონდეთ ეს გამოკითხვა მეტად გვეხმარება მივხვდეთ იმ ბარიერების არსებობაში, რასაც ქალები აწყდებიან ქართულ პოლიტიკაში. მიმაჩნია, რომ დღეს დემოკრატიული სახელმწიფოს სრულყოფისთვის აუცილებელია კონსტრუქციული თანამშრომლობა და არ არის ადგილი კონფრონტაციისა და ურთიერთბრალდებებისთვის.

შემდეგი და ალბათ ყველაზე მთავარი არის - ინსტიტუციური ბარიერი, არის გენდერული კვოტის არარსებობა . „კვოტა“ ლათინური სიტყვაა და ის რისამე დასაშვებ რაოდენობას, მიღებულ ნორმას გულისხმობს, ხოლო გენდერული კვოტა მოიაზრებს ქალთა დაცვას პოლიტიკური იზოლაციისგან იგი ეფექტური საშუალებაა გენდერული თანასწორობისთვის.

ამ კუთხით საქართველოში პირველი ნაბიჯები 2011წელს გადაიდგა - პარტია, რომელიც პროპორციული საარჩევნო სიის ყოველ ათეულში ორ ქალ კანდიდატს წამოაყენებდა საბაზრო დაფინანსების 10%-იან დანამატს მიიღებდა, 2014 წელს საბიუჯეტო წახალისება გაიზარდა, თუმცა შედეგების მიხედვით საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხოლოდ 24 ქალით არის წარმოდგენილი, ხოლო 2017წლის 12 ივნისს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა პარლამენტში კიდევ ერთხელ შეიტანა გენდერული კვოტირების კანონპროექტი, ინიციატივის მიღების შემთხვევაში კი პარტია ვალდებული იყო სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი ყოფილიყო.

NDI-ის გამოკითხვებით ნათლად ჩანს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება ქალებისა და მამაკაცების პოლიტიკური მოღვაწეობის მიმართ არათანმიმდევრულია ერთი მხრივ საზოგადოება ეთანხმება გენდერულ კვოტას, რადგან ქალების რაოდენობის ზრდას გულისხმობს ეს კი „წარმომადგენლობითი დემოკრატიის“ ბაზისს ქმნის , ხოლო მეორე მხრივ სკეპტიკურად უყურებენ მდედრობითი სქესის პოლიტიკაში ჩარევას.

მიმაჩნია, რომ გენდერული თანასწორობის სრულყოფილად მისაღწევად ამ ბარიერების მოსაშლელად აუცილებელიაგენდერული კვოტირების ინტეგრირება, სქესის სწორი პოზიციონირების გათვალისწინებით პროცენტი უნდა წარმოადგენდეს ფართო განსჯის საგანს,თუმცა ჩემთვის მისაღები ვარიანტია 35%, რათა პარლამენტში სქესთა შორის ბალანსი დამყარდეს სწორად . „კრიტიკული მასის“ კონცეპტს მთავარი ადგილი უჭირავს პარლამენტში,ქალების ცალსახა უმცირესობაში ჰყოფნის კვლევაში. გენდერისა და პოლიტიკის მკვლევარების აზრით, მანამ არ მოხდება ქალთა ბარიერების გაქრობა, სანამ დაქსაქსული პოლიტიკიდან კოლექტიურ ბრძოლაზე არ გადავლენ.

ქალებისა და მამაკაცებისთანაბარი მონაწილეობა პოლიტიკურ და საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეიძლება ითქვას , პლურალური დემოკრატიის გულისგულია, გენდერული კვოტა კი ეფექტური მექანიზმია პოლიტიკურ ინსტიტუტებში სწრაფი ბალანსის მისაღწევად, სწორედ მას შეუძლია გააქროს ბარიერი, რადგან ის გამუდმებით იქონიებს გავლენას პოლიტიკურ შედეგებზე. შესაძლოა , საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ დღეს, როცა საქართველოს ქალი პრეზიდენტი ყავს ეს პრობლემები მოგვარებულია, თუმცა კვლევები მაინც არ გვიჩვენებს ამ კუთხით პროგრესის ნიშნებს

ქალთა ხედვა ნიშნავს, გახადო მდედრობითი სქესის ხედვა ხილვადი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ამის აუცილებელი წინაპირობა კი „დომინანტი“ ჯგუფის შეგნებაში ევოლუციის მოხდენაა, რათა დროულად შეწყდეს პატრიარქალური დამოკიდებულებები .

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ,რომ ინსტიტუციური, სტრუქტურული და კულტურული დაბრკოლებები ის მნიშვნელოვანი ბარიერებია, რომლებსაც აწყდება ქალები პოლიტიკაში და მათი გადალახვა იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი გენდერულ საკითხებში.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG