არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანია ერთ-ერთია იმ თხუთმეტ ადამიანს შორის, რომელსაც 2018 წელს, საპატიო თბილისელის სტატუსი მიანიჭეს. მაია მანია ქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისობის დღესასწაულზე დააჯილდოვა.
სამხატვრო აკადემიის პროფესორი, არაერთი გამოკვლევის, წიგნის და სტატიის ავტორი ამბობს, რომ ჯილდო მისთვის მოულოდნელი და გასახარი აღმოჩნდა. მოქალაქეების ნაწილისთვის მერიის მხრიდან იმ ადამიანისთვის ჯილდოს მიცემა, რომელიც ხშირად ეწინააღმდეგება ქალაქის არასწორი გზით განვითარებას, ორმაგი სტანდარტია.
„მივმართავ ხელისუფლებას, იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, იმ საბჭოს წევრებს, რომ მეტი სიფრთხილით და სიმკაცრით მოეკიდონ გადაწყვეტილებებს, რათა თბილისის მთლიანობა როგორმე შევინახოთ. კიდევ გვაქვს შანსი გადარჩენის” - თქვა არქიტექტურის ისტორიკოსმა დაჯილდოებისას, შემდეგ კი, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მისთვის ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს და მადლიერია იმის გამო, რომ "საპატიო თბილისელის" სტატუსი მიანიჭეს.
მაია მანია წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა სხვადასხვა გახმაურებულ მშენელობას და ქალაქის არქიტექტურულ პოლიტიკას.
რა ფასი აქვს ჯილდოს, რომელსაც ის გაძლევს, ვისი დამოკიდებულებაც ქალაქის მიმართ არ მოგწონს?
-
ნასტასია არაბული
პირველი ქართველი ჟურნალისტი, რომელსაც 2024 წელს ინდივიდუალურად გადაეცა პრესის თავისუფლების მხარდამჭერი ჯილდო, Free Media Awards.
2015-2017 წლებში იყო "თავისუფლების დილის" წამყვანი. 2024 წლის ოქტომბრიდან მიჰყავს ყოველკვირეული პოდკასტი 2150; არის თანაავტორი აგვისტოს ომის 15 დღიანი ქრონოლოგიის.