Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვიცხოვროთ დისტანციურად


ავტორი: სალომე დალაქიშვილი

რამდენჯერ მომინდა დამეწერა კორონასთან დაკავშირებით ამბები, მაგრამ გარშემო იმდენი წერს, უკვე მეც მომბეზრდა.

ბილაინის ქსელმა, დარჩისახლში-ს ნაცვლად ვიცავდისტაციას-დაიწერა, ჰოდა გადავედით ამ ახალ ეტაპზეც.

სახლში ცხოვრება რომ ვისწავლეთ, და არც ისე კარგად გამოგვდის ეს გავიგეთ, ავითვისეთ სამზარეულო, საძინებელი, ტიკ-ტოკი და მაკიაჟის ვიდეოები. ახლა გარეთ უნდა გავიდეთ ისე, თითქოს მხოლოდ ჩვენ ვარსებობთ, მხოლოდ ჩვენს ჯიბრზე გაჩნდა ეს ვირუსი და დანარჩენ ადამიანებს კეთრი აქვთ,არ უნდა მივეკაროთ. ბავშვს სასეირნოდ თუ გაიყვან, სხვას არ უნდა ათხოვოს სათამაშო, არც საქანელებზე არ უნდა დაჯდეს, თუ სხვა ბავშვი მოგვიახლოვდა დისტანცია უნდა დავიცვათ,ან იქვე უნდა გქონდეს ანტიბაქტერიული სითხე, დამატებითი ხელსახოცი. რომელმაც სულ გამოუშრო ბავშვებს კანი. ჰოდა, კიდევ რატომ მიყავს დედას ჩვენგან შორს თავის ბავშვი, ამაზე პასუხი არ მაქვს. არც იმაზე მაქვს პასუხი, ნამდვილად ვარ თუ არა იმ დროსა და სივრცეში ჯანმრთელი.

მხოლოდ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს მივხვდი

ადამიანს ადამიანის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, და ის ნამდვილად სოციალური არსებაა

ხელისუფლება ნადვილად არის ძალადობის განმახორციელებელი ინსტიტუცია

პირველი, როგორც არისტოტელე წერს, ადამიანი პოლიტიკური ცხოველია, მას აქვს სახელმწიფოს შეცვლასა და პოლისში ჩართვის თანდაყოლილი უნარი, მაგრამ ასევე, მახსენდება ლათინური გამოთქმა ,,Homo homini lupus est’’ ანუ, ადამიანი ადამიანისთვის მგელია. და ასეთ მგლურ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ერთმანეთს მოწყურებულები ადამიანები.

ახლა მეორე და უფრო მნიშვნელოვანი ამბავი, ასე, რომ აჩქარდა დედამიწა, და ყველას სადღაც მიგვეჩქარებოდა, ყველა რაღაცას ვაპროტესტებდით, მივედით გარდამტეხ მომენტამდეც და შეიძლება იმის იქეთაც-უცებ გავჩერდით

ყველა ქვეყნის ხელისუფლება გამოდისხალხის გადამრჩენელი ინსტანციის სახელით (საქართველოში ამ პოზიციას საერო-სასულიერო ხელისუფლება ინაწილებენ, ან ვერ ინაწილებენ), მაგრამ ერთი რამ კი ცალსახად დაგვანახაშექმნილმა სიტუაციამ - ძალაუფლება. პოლიტიკური ძალაუფლება დესტრუქციული და რეპრესიულია თუკი ის,საზოგადო კეთილდღეობის მოტივზეა დაფუძნებული. ასეთი ძალაუფლებაძალადობრივია, იგი ორმაგად საშიში და საფრთხილოა, რადგან უსაფრთხოების ლოზუნგით უფრო მეტი ადამიანი გაერთიანდა, ვიდრე თავისუფლების მოტივით.

იცვლება სამყარო, ვიცვლებით ჩვენც, ვსწავლობთ და ვუმკლავდებით ახალ გამოწვევებს. ვცხოვრობთ დისტანციურად და გაურკვეველია როდემდე გაძლებს ასე ადამიანი, როგორც ბუნების ერთ-ერთი სახეობა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG