ავტორი: ნიკოლოზ ჭარხალაშვილი
„რუსეთი ოკუპანტია!“ - ფრაზა, რომელთან დაკავშირებითაც, ქართულ პარტიულ პოლიტიკაში სრული თანხმობა, არ არსებობს. მიუხედავად, საქართველო-რუსეთის მძიმე და ნათელი ისტორიული სურათისა, პოლიტიკური პარტიების გარკვეული ნაწილი, მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის ოკუპანტი და კავშირები, ამ ორ სახელმწიფოს შორის, უნდა აღდგეს. ქართული პარტიები, რუსეთის ფედერაციისათვის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიზნით, ერთ-ერთ საუკეთესო სატელიტებს წარმოადგენენ და ამ მხრივ, გვაქვს შესაძლებლობა, გავმიჯნოთ პროდასავლური და პრორუსი პარტიები ქართულ რეალობაში.
როგორ იზომება პრორუსულობის ხარისხი ქართულ პარტიულ პოლიტიკაში? რიგ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში და მათ შორის, საქართველოში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე, პრორუსულად განწყობილი პარტიები, ავრცელებენ ანტიდასავლური პროპაგანდის სხვადასხვა გზავნილებს:
• ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა, ახდენს, ჰომოსექსუალობის, პედოფილიისა და ყოველგვარი გარყვნილების პროპაგანდას.
• „ნატო“, არა ხელს შეუწყობს, არამედ მკვეთრად შეაფერხებს ერთიანი ქართული სახელმწიფოს სამომავლო პერსპექტივებს, საქართველო სამუდამოდ დაკარგავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემომტკიცების ბერკეტებს.
• უბლოკო სტატუსი, განაპირობებს მშვიდობას სახელმწიფოში და რიგ შემთხვევაში, რუსეთთან მოლაპარაკებების გზით, ნეიტრალიტეტი, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საწინდარია.
• ჩრდილოატლანტიკური მენტალობა და ევროპა-ამერიკის ფარული მიზნები, ძირს უთხრის ქართულ ნაციონალობას, ენას, ტრაციდიებსა და ღირებულებებს.
• შეუძლებელია, ქართული ეკონომიკა, მოერგოს ევროპულ ბაზარს.
• საქართველოს, ბევრად უფრო საშიში მტრები ჰყავს, მეზობელი მუსლიმი სახელმწიფოების სახით, ვიდრე ერთი შეხედვით, ეს რუსეთი შეიძლება იყოს...
პრორუსული პარტიები, თავის მხრივ, ორ ჯგუფად შეგვიძლია განვიხილოთ: ერთია კრემლისტური პარტიები, რომლებიც, პირდაპირ რუსულ იდეებს პროპაგანდირებენ, ხოლო მეორე, მკვეთრად ანტი-ლიბერალური და ეთნონაციონალისტური პარტიები. რაც შეეხება, მმართველ კოალიციას, ყოფილი კოალიციის შიდაპარტიული მრავალფეროვნების გამო, გვაქვს ჰიბრიდული გაერთიანება.
კრემლის პოლიტიკის გამტარებელ პარტიებად მოვიაზრებთ: „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „სოციალისტური საქართველო“, აგრეთვე, „მემარცხენე ალიანსი“.
აღსანიშნავია, რომ MდფGეორგია-ს სტატისტიკით, ანტიდასავლური გზავნილების ყველაზე მეტი რაოდენობა, „დემოკრატიულ მოძრაობა – ერთიან საქართველოზე“ და მასთან დაკავშირებულ სახალხო კრებაზე მოდის. საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, რუსეთის წინასაარჩევნო პერიოდში (2018 წლის, მარტი) სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში, აღნიშნა, რომ პუტინი რუსეთის პრეზიდენტობის ერთადერთი ღირსეული კანდიდატია: „ის ნამდვილად არის ადამიანი, რომელმაც რუსეთი ფეხზე დააყენა და იმ ქვეყნად აქცია, რომელსაც ანგარიშს უწევენ. პუტინის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და აბსოლუტური უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე. (რეგინფო.გე)
2016 წლის ზაფხულში, საპარლამენტო არჩევნების წინ, ნინო ბურჯანაძემ საკუთარი პარტიის მთავარ წინასაარჩევნო ლოზუნგად საქართველოს "ბლოკგარეშე ქვეყნად" გამოცხადება აირჩია.
განსხვავებით, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“-სა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებაშია წარმოდგენილი და კრემლისტური პარტიები, ზოგადად მრავალრიცხოვნებით გამოირჩევიან, მათგან მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ არის პარლამენტში წარმოდგენილი. პარტია, აჟღერებდა შოვინისტურ განცხადებებს და საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, თურქეთის ექსპანსიასთან აიგივებდა: „საქართველოში, როგორც ნატოს წევრ ქვეყანაში (ხომ წარმოვიდგინეთ!) 10-12 ოფიცერი თურქეთიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან შემოვა და შემოჰყვება 2-3 ათასი თურქი ჯარისკაცი. გვაძლევს ეს ხელს?“ - დასძენს, გოგი თოფაძე, პარტიის ლიდერი. (საქართველო და მსოფლიო)
პარტია „სოციალისტური საქართველო“, „გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასთან“ და „ქართულ დასთან“ ერთად, ამართლებდა სირიაში რუსეთის სამხედრო ქმედებებს და მიმდინარე პროცესებში ადანაშაულებდა ა.შ.შ.-ს.
თელავში, ჩაიშალა, პარტია „სოციალისტური საქართველოს“ ყრილობა. „გირჩისა“ და „ახალი საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა, ჩაატარეს კონტრაქცია. "საქართველოს მოუწევს რუსეთთან ახალი ტრაქტატის გაფორმება. ეს არის ნაცადი გზა, ისტორიული გზა, რომელსაც როგორც ვხედავთ, ალტერნატივა არ აქვს. დღეს, საქართველო არის სამ ნაწილად დაშლილი, გაჩანაგებული ქვეყანა. რუსეთს ტერიტორიები ოკუპირებული იმიტომ აქვს, რომ ჩვენ ვიქცევით არასწორად, ძალიან არასწორად", - ამბობს სოციალისტური საქართველოს დამფუძნებელი, ვალერი კვარაცხელია. (ტაბულა)
შოვინისტური და პრორუსული განცხადებებით, გამოირჩევა, „მემარცხენე ალიანსიც“. „2016 წელს სიძულვილის ენის 7 შემთხვევიდან 5 თურქოფობიურია, 2 ქსენოფობიური“ (მყტჰდეტეცტორ.გე) „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა უნდა ხდებოდეს უმაღლესი ხელისუფლების დონეზე“ - სოსო შატბერაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი. (ლიდ.გე)
მკვეთრად ანტი-ლიბერალურ და ეთნონაციონალისტურ პარტიათაგან, რომელთა განცადებებიც, პირდაპირ ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს, აღსანიშნავია, „პატრიოტთა ალიანსი“: „აშშ სტრატეგიული პარტნიორია, თუმცა საქართველო მისი კოლონია არ არის, ამის თქმას აპირებს „პატრიოტთა ალიანსი“ აშშ-ს საელჩოსთან, 15 სექტემბერს დაგეგმილ აქციაზე“ - ირმა ინაშვილი, პარტიის გენერალური მდივანი. (იმედინეწს.გე)
მსგავსად, კრემლისტური პარტიებისა, „ქართულ ოცნების“ შემთხვევაშიც, მისი ცალკეული წარმომადგენლები ეჭვქვეშ აყენებდნენ ნატოზე ჩატარებულ პლებისციტს და ნატოში ინტეგრაცია წარმოდგენილი იყო, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის ტოლფასი ქმედება: „მაგრამ გვინდა კი ნატო-ში შესვლა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე? წარმოგვიდგენია? მე ვერ წარმომიდგენია. შესაბამისად, მარტო ჩვენ ვიძახოთ ნატო და მერე სახელმა დაგვაზიანოს, ასეც არ გამოვა“ - ომარ ნიშნიანიძე, პარტიის წევრი.
პარტიების, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და „გირჩის“ მიმართება კრემლისტურ პოლიტიკასთან, პრაქტიკულად, იდენტური და მკვეთრად სკეპტიკურია. აღსანისნავია, ქალი პოლიტიკოსების: სალომე სამადაშვილის, თინა ბოკუჩავას (ენმ) და ელენე ხოშტარიას (ევროპული საქართველო) აღშფოთება, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტში ვიზიტთან დაკავშირებით, რომელმაც დაიკავა პარლამენტის თავმჯდომარის სკამი და აცნობდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს საკუთარ სტრატეგიებს.
პირდაპირ, თუ ირიბად, პრორუსულობა აისახება ქართულ პარტიულ განცხადებებსა და აქტივში. სიტყვა - თავისუფალია, თუმცა სახელმწიფოს უკეთესი მომავლის ბედს, რომლის მიზანი, ერთიანობა და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა, სამოქალაქო საზოგადოება ქმნის, არჩევნების გზით.