Accessibility links

როგორ იძიებს მოსამართლეების გადაცდომებს დამოუკიდებელი ინსპექტორი?


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა დამოუკიდებელმა ინსპექტორმა მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომები უნდა გამოიძიოს. დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი 6 თვეა არსებობს. მოსამართლეთა საქმიანობის გამომძიებელმა, ამ პირველმა რგოლმა, ოფიციალური სტატისტიკით 300-მდე საჩივარი უკვე მიიღო და 100-მდე საჩივარზე დასკვნაც მოამზადა.

დამოუკიდებელი ინსპექტორის ქეთევან ცინცაძის თქმით, საჩივრების ნაწილი მოსამართლეთა მხრიდან სარჩელების განხილვის ვადების გაჭიანურებას შეეხება, ნაწილი კი მოსამართლეთა მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების სამართლიანობას. თუმცა, ქეთევან ცინცაძის თქმით, მოსამართლეთა გადაწყვეტილებების მართებულობის შეფასება ინსპექტორის უფლებამოსილებას სცდება.

დამოუკიდებელი ინსპექტორი, ქეთევან ცინცაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:05 0:00

ინსპექტორის საქმიანობის ეფექტურობის შეფასება ჯერ შედარებით უჭირს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ნაზი ჯანეზაშვილს. მისი თქმით, კონკრეტული საჩივრით თავადაც აპირებს ინსპექტორს მიმართოს და მისი საჩივრის შესწავლაზე დაკვირვება ერთგვარი ტესტი იქნება, ინსპექტორის საქმიანობის შესაფასებლად.

ნაზი ჯანეზაშვილის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი
please wait

No media source currently available

0:00 0:01:28 0:00

ინსპექტორის საქმიანობის დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიებთან მიმართებით, შენიშვნები რჩება ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელ გიორგი ბერაიას. მისი ორგანიზაცია მონიტორინგის განხორციელებასაც გეგმავს, ინსპექტორის უწყებაში შესული საჩივრებისა და მათზე რეაგირების განხორციელებასთან მიმართებით.

IDFI-ს კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ბერაია
please wait

No media source currently available

0:00 0:01:00 0:00

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG