Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა აირჩიონ ცესკოს ახალი თავმჯდომარე? - პროცედურები


28 ივნისს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარის არჩევისთვის განსაზღვრულია შემდეგი პროცედურები:

  • ვაკანტური თანამდებობის წარმოშობიდან არაუგვიანეს 15 დღისა პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ;
  • ცესკო წევრობაზე საბუთების წარდგენა შეიძლება კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 14 დღის განმავლობაში;
  • თუ ამ ვადაში ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ერთ ვაკანსიაზე არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა;
  • ამის შემდეგ ორ დღეში ქვეყნდება კანდიდატების სია, ბიოგრაფიებით; საკონკურსო კომისია უფლებამოსილი იქნება გაესაუბროს კანდიდატებს;
  • არაუგვიანეს ხუთ დღეში კომისია პრეზიდენტს ცესკოს წევრად ასარჩევად წარუდგენს მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 3 კანდიდატს; კონკურსში მონაწილე კანდიდატების შედეგები წევრების მოტივაციასთან ერთად, აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც საჯაროა;
  • ამის შემდეგ პრეზიდენტს აქვს მაქსიმუმ 7 დღე, რომ ამ კანდიდატებზე განაცხადოს თანხმობა ან უარი; თუ ამ ვადაში პრეზიდენტი ვერ შეარჩევს კანდიდატებს ხელახლა აცხადებს კონურსს;
  • პრეზიდენტის მიერ კანდიდატებზე თანხმობის შემდეგ, პარლამენტს აქვს ორი კვირა, რომ აირჩიოს ცესკოს წევრი/წევრები (თავმჯდომარეც ცესკოს წევრია);
  • თუ პარლამენტის სრული შემადგენლობის მინიმუმ ორი მესამედი დაუჭერს მხარს კანდიდატს, ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იქნება 5 წელი, სხვა შემთხვევაში - 6 თვე;
  • ცესკოს წევრის არჩევის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება (დადგენილება) მიღებიდან 7 დღის ვადაში გადაეცემა ცესკოს.

თუკი ყველა პროცედურის (ხელახალი კონკურსის ჩატარების საჭიროების გარდა) დასახელებული ვადა სრულად იქნება გამოყენებული პრეზიდენტის, საკონკუსრო კომისიისა და პარლამენტის მიერ, ცესკოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნა შესაძლოა თითქმის ორი თვე

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG