Accessibility links

რუმინული ფილმი აფხაზეთზე


სოხუმი, ოკუპირებული აფხაზეთი, ინსტიტუტი, სადაც მაიმუნებზე რუსული ფარმაცევტული კომპანიების დაკვეთით ცდებს ატარებენ. აქ მიმდინარეობს მოქმედება დოკუმენტურ ფილმში, რომელიც რუმინელმა რეჟისორმა ალექსანდრუ სოლომონმა გადაიღო და CindeDoc თბილისის ფარგლებში ქართველ მაყურებელს უჩვენა. ფილმს ჰქვია ‘’ტარზანის სათესლე ჯირკვლები’’ და ის ფესტივალის არასაკონკურსო სექციაში მოხვდა.

ლეგენდის თანახმად, აფხაზეთის სამედიცინო ინსტიტუტში 90 წლის წინ მეცნიერი ილია ივანოვი მაიმუნისა და ადამიანის ნაჯვარის, ახალი საბჭოთა ადამიანის, შექმნას ცდილობდა. ამ სამედიცინო უტოპიას ფილმში ემატება არაღიარებული რესპუბლიკის პოლიტიკური, იდეოლოგიური და ეროვნული უტოპია.

რეჟისორი 2011 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა ფილმზე და ამ დროის განმავლობაში არაერთხელ ჩავიდა ოკუპირებულ აფხაზეთში გადამღებ ჯგუფთან ერთად. ფილმის ერთ-ერთი თემაა ომი, რომლის შესახებაც ადგილობრივი მცხოვრებნი ჰყვებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG