Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთთან ვაჭრობის სარისკო ფასი


რუსეთის დროშა
რუსეთის დროშა

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებად კვლავ რჩებიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი, თუმცა ექსპორტის სტრუქტურაში პირველ ადგილზე, 12,8%-იანი წილით, რუსეთი იმყოფება. რუსეთი, იმპორტის მიხედვითაც (10.1%), საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და მხოლოდ თურქეთს ჩამოუვარდება.

რუსეთი - საქართველოდან რუსეთში გაიტანეს 204.5 მლნ აშშ დოლარის: ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, მინერალური და მტკნარი წყალი, სპირტიანი სასმელები და სხვ. რუსეთიდან საქართველოში შემოიტანეს 445.6 მლნ აშშ დოლარის: ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ხორბალი და მესლინი, კოქსი და ნახევარკოქსი, რეტორტის ნახშირი, მზესუმზირის ზეთი, სატელეფონო აპარატები და სხვ. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, 2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, რუსეთში ექსპორტზე მოდის საქართველოდან მთლიანად ექსპორტირებული ღვინის 60 %, ნავთობროდუქტების წილი კი რუსეთიდან იმპორტში 22 პროცენტია.

საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად რუსეთის გამოკვეთა პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შემცველად მიაჩნია რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს, რომლის თქმითაც, რუსეთის საგარეო ვაჭრობა უკიდურესად პოლიტიზებულია და, შესაბამისად, რუსეთის მთავრობა და ბიზნესი გადაწყვეტილებას იღებენ არა ეკონომიკური ფაქტორების, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით. კახა გოგოლაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ რუსეთთან ვაჭრობის წილი შემცირდება სხვა, სტაბილური ბაზრების ათვისების ხარჯზე.

„მთლიანობაში, ევროკავშირის ჯამური წილი ექსპორტში (23.1 %) უმნიშვნელო ნამდვილად არაა, მაგრამ საჭიროა ამ მაჩვენებლის მეტად გაზრდა, რადგანაც გამოცდილება აჩვენებს, რომ ევროკავშირში ინტეგრირებას ახერხებენ ის ქვეყნები, რომელთა ვაჭრობის წილი ევროკავშირთან ძალიან მაღალია, - მაგალითად, მონტენეგრო, რომლის ექსპორტის 80 % ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, - თუმცა გასათვალისწინებელია რუსეთის ბაზრის მთავარი ხიბლი: ნაკლები მოთხოვნა ხარისხზე და შედარებით დაბალი კონკურენცია, რაზეც უარის თქმა უჭირთ ქართულ კომპანიებს“, უთხრა კახა გოგოლაშვილმა რადიო თავისუფლებას.

გადმოწერა

„ჯეიმსტაუნის ფონდის“ ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აპირებს რუსეთთან სავაჭრო და კულტურული კონტაქტების გაუმჯობესებას „თავისუფლება, სწრაფი განვითარებისა და კეთილდღეობის“ პროგრამის ფარგლებში. გამოცემა შენიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობები უმჯობესდება, რომ 2017 წელს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ მიაღწია 1, 08 მილიარდ დოლარს (Russian-trade.com, 15 თებერვალი), ხოლო 2018 წლის იანვარში რუსეთი გახდა საქართველოს ყველაზე დიდი ექსპორტპარტნიორი.

ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის თქმით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს სტაბილური ბაზრების სწრაფი ტემპით ათვისებისკენ, რისთვისაც საჭიროა ტექნოლოგიები და კვალიფიციური კადრები.

„ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი სწრაფი გზა გადის საინვესტიციო გარემოს მოწესრიგებასა და ინვესტორების მოზიდვაზე. ინვესტიციებს მოჰყვება სტაბილური ბაზრების ასათვისებლად საჭირო ტექნოლოგიები და ცოდნა“, უთხრა ირაკლი ყიფიანმა რადიო თავისუფლებას.

ირაკლი ყიფიანი რუსეთთან ვაჭრობის რისკებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:09 0:00
გადმოწერა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში სასაქონლო საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 მილიარდ აშშ დოლარამდე შეადგინა (24,3 %-ით მეტი): ექსპორტი - 1.6 მლიარდი აშშ დოლარი, იმპორტი - 4.4 მილიარდი აშშ დოლარი.

  • თურქეთი - საქართველოდან თურქეთში გაიტანეს 155.5 მლნ აშშ დოლარის: ტრიკოტაჟის ნაწარმი, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები, ელექტროენერგია და სხვა. თურქეთიდან საქართველოში შემოიტანეს 702.7 მლნ აშშ დოლარის: შავი ლითონის მილები, მედიკამენტები, მსუბუქი ავტომობილები, მზა ნაწარმი, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით და სხვ..
  • ჩინეთი - საქართველოდან ჩინეთში გაიტანეს 86.5 მლნ აშშ დოლარის სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სამედიცინო და ვეტერინარული ხელსაწყოები, ჯართი, სხეულის ხელოვნური ნაწილები და სხვ. ჩინეთიდან საქართველოში შემოიტანეს 423.5 მლნ აშშ დოლარის გამომთვლელი მანქანები, ძრავები, ნახშირბადიანი ფოლადის ნაგლინი, საბურავები, კონდიციონერები და სხვა.

ევროკავშირი vs დსთ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, ექსპორტის მოცულობის გაზრდა ძირითადად უკავშირდება რუსეთში, აზერბაიჯანსა და თურქეთში განხორციელებული ექსპორტის გაზრდას.

„სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 11 %-ით გაიზარდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი, ფეროშენადნობებისა, დაახლოებთი, - 22%-ით, ასევე მნიშვნელოვნად მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი აზერბაიჯანსა და სომხეთში“, განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

გადმოწერა
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG