Accessibility links

site logo site logo

რუსეთის ეკლესიაში აშშ-ის ატომურ დაბომბვას უმღერეს


ვლადიმირ პუტინი. 6 იანვარი, 2019 წ.

შაბათს, 23 თებერვალს, ისაკის საკათედრო ტაძარაში გაიმართა კონცერტი, რომელზეც სანქტ-პეტერბურგის გუნდმა შეასრულა სიმღერა აშშ-ის ატომური დამბობვის შესახებ. სიმღერას ეწოდება „წყალქვეშა ნავზე, ანუ სამხედროების ანაზღაურება“. ამ სიმღერაზე ყურადღება გაამახვილა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ, დიაკვანმა ანდრეი კურაევმა. მან საინტერნეტო გამოცემა Laivjournal-ში გამოაქვეყნა პოსტი, სათაურით „პუტინიზმი ისაკის გუმბათის ქვეშ. ტერმინალური სტადია“.

სიმღერაში, რომელიც კონცერტის ძირითადი პროგრამის ბოლოს შესრულდა, ასეთი სიტყვებია: „ატომური წყალქვეშა ნავითა და ასობით მეგატონის სიმძლავრის ათობით ბომბით გადავკვეთე ატლანტიკის ოკეანე და ვუძახი მემიზნეს, დაუმიზნე, პეტროვ, ქალაქ ვაშინგტონს“. იქვე ასეთი ფრაზაცაა: „მაპატიე, ამერიკავ, კეთილო ამერიკავ, მაგრამ ხუთასი წლის წინ შენ სულ ტყუილად აღმოგაჩინეს“.

ეს სიმღერა ანდრეი კოზლოვსკიმ დაწერა 1980 წელს.

მოგვიანებით გუნდის ადმინისტრაციამ სიმღერის შესრულებაზე ასეთი კომენტარი გაავრცელა სოციალურ ქსელში „ვ კონტაქტე“. „არ შეგვიძლია არ ვუპასუხოთ პოლიტიკური ანალიზის ოსტატებს: არ ღირს სერიოზული ჩარევა პუტინური თუ ანტიპუტინური კონცერტების თაობაზე მსჯელობაში. ეს თავისთავად შემზარავია. იმის გასაგებად, თუ რა იყო ჩვენს კონცერტზე, საკმარისია ორი რამის ცოდნა. ჯერ ერთი, სიმღერები, რომლებსაც ჩვენ ვმღერით, ეს არის ეპოქის დოკუმენტები, უნიკალური და საკმაოდ ორიგინალური. ცხადია, რომ ჩვენ არ ვცვლით ტექსტებს პოლიტკორექტულობისა თუ სხვა კონიუნქტურის გამო“.

სამხედრო უწყებაში ამტკიცებენ, რომ რაკეტა „ცირკონს“ შეუძლია მიზანს მიაღწიოს 5 წუთში, მაშინ როცა ამერიკულ რაკეტებს მოსკოვამდე მისაფრენად სჭირდებათ 10 წუთი.

20 თებერვალს, ფედერალური კრების წინაშე გამოსვლის დროს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ საშუალო და შორი რადიუსის მოქმედების რაკეტების შემცირების შესახებ შეთანხმებიდან გამოსვლის პასუხად, მოსკოვი გაშლის სარაკეტო სისტემებს, რომლებიც არა მხოლოდ შეიარაღებაზე იქნება დამიზნებული, არამედ აშშ-ისა და მოკავშირეთა ტერიტორიებზე განლაგებულ გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე.

პუტინმა ყურადღება გაამახვილა ახალ ჰიპერბგერით რაკეტაზე, 1000 კილომეტრზე მეტი ფრენის სიშორის „ცირკონზე“. სამხედრო უწყებაში ამტკიცებენ, რომ რაკეტა „ცირკონს“ შეუძლია მიზანს მიაღწიოს 5 წუთში, მაშინ როცა ამერიკულ რაკეტებს მოსკოვამდე მისაფრენად სჭირდებათ 10 წუთი.

23 თებერვალს კრემლთან დაახლოებულმა ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა დმიტრი კისელიოვმა ჩამოთვალა ის სამიზნეები, რომლებსაც აუცილებლობის შემთხვევაში რუსული რაკეტა „ცირკონი“ გაანადგურებს.

მათ შორის ტელეწამყვანმა ახსენა პენტაგონის შენობა და ბირთვული ძალების მართვის ცენტრი ვაშინგტონში, პრეზიდენტის მართვის პუნქტი მერილენდში და კალიფორნიაში განლაგებული სტრატეგიული შეტევითი ძალების სამმართველო.

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში სანქტ-პეტერბურგის გუნდის ნაცვლად ეწერა საეკლესიო გუნდი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG