Accessibility links

რუსული „ჩერნობილი“ - ყველაზე ჰუმანური „ჩერნობილი“ მსოფლიოში!


HBO-ს კოლექტივი ძრწის! IMDb-ზე ყველაზე მაღალრეიტინგულ შოუს პირველობას წყალი შეუდგა! დიახ, YouTube-ზე რუსი რეჟისორის, ალექსეი მურადოვის მიერ გადაღებული „ჩერნობილის“ ტრეილერი დაიდო! ტრეილერიდან ჩანს, რომ „რუსულ ჩერნობილში“ არაფერიც არ მოხდებოდა, რომ არა CIA-ის ვერაგი აგენტი ალბერტ ლენცი, მაგრამ ყველაფერი ბევრად უარესად იქნებოდა, რომ არა КГБ-ს კეთილშობილი ვიცე-პოლკოვნიკი ანდრეი ნიკოლაევი. ეჰ, რა ქვეყანა დაანგრიეს...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG