Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გვაჩვენონ ოპტიმიზაციის გეგმა, წერილობით წარმოდგენილი"


9 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო საბა ბუაძე, "ინფორმციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა სამინისტროების ოპტიმიზაციის შედეგებზე. IDFI-ს გამოკვლევის ავტორები ერთმანეთს ადარებენ 2017 წლის პირველი 5 თვისა და 2018 წლის პირველი 5 თვის მონაცემებს, იმის დასადგენად - შემცირდა, თუ არა ბიუროკრატიის ხარჯები 2017 წლის დეკემბერში დაწყებული მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების შედეგად. ეს მაჩვენებლები საინტერესოა იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ე.წ. "მცირე მთავრობის მოდელზე" ლაპარაკობს და ცდილობს შექმნას პერსპექტივაში საბიუჯეტო ხარჯების დაზოგვის მოლოდინი. საბა ბუაძე უკვე განხორციელებული ცვლილებების შედეგებს აანალიზებს და შენიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით, 2018 წლის პირველ 5 თვეში შრომის ანაზღაურების ხარჯები შენარჩუნდა, ხოლო საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები გაზრდილია 15 მილიონი ლარით. საბა ბუაძის თქმით, ოპტიმიზაციის ტალღაში მხოლოდ ორი სამინისტროს მონაცემების ანალიზი მოხერხდა, რადგან ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მონაცემები არ მიაწოდეს. შესაბამისად დოკუმენტში შეფასებულია სპორტისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანების შედეგი და აგრეთვე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების გაერთიანების შედეგი.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG