Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სასამართლომ კოსოვოელი საველე მეთაურების დაკითხვა დაიწყო


ჰააგის საერთაშორისო სასამართლო
ჰააგის საერთაშორისო სასამართლო

ჰააგაში მდებარე სპეციალურ სასამართლოზე დაიკითხა კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის (UCK) ყოფილი მეთაური, რომელსაც პასუხის გაცემა მოუხდა მისი როლის თაობაზე კოსოვოს 1998-99 წლების ომში სერბიის არმიის წინააღმდეგ.

რუსტემ მუსტაფა და მისი ადვოკატები შეკითხვებზე პასუხის გასაცემად 14 იანვარს შეხვდნენ ჰააგის სპეციალური პროკურატურისა და კოსოვოს შესახებ სპეციალური პალატის წარმომადგენლებს.

როგორც მუსტაფამ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოში მივიდა იმ განზრახვით, რომ „პასუხი გასცეს პროკურორების ყველა შეკითხვას“.

მოელიან, რომ იგი 15 იანვარს შეხვდება სასამართლოს წევრებსაც. ამას გარდა, სასამართლოზე ჰააგაში 16 იანვარს დაიკითხება კიდევ ერთი კოსოვოელი საველე მეთაური, სამი ლუშტაკუ.

მუსტაფა და ლუშტაკუ გავლენიანი პირების იყვნენ სერბიის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხის დროს და უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას ეწევიან, როგორც კოსოვოს დემოკრატიული პარტიის წევრები.

კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის (UCK) ყოფილი მეთაური, რუსტემ მუსტაფა
კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის (UCK) ყოფილი მეთაური, რუსტემ მუსტაფა

კოსოვოს პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაი, რომელიც გაეროს ტრიბუნალმა გაამართლა სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღდეგ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე, მუსტაფასა და ლუშტაკუს 13 იანვარს შეხვდა, ჰააგაში მათ გამგზავრებამდე.

ჰარადინაიმ „სუფთა და წმიდათაწმინდა“ უწოდა კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის როლს 1998-99 წლებში.

კოსოვოს პრეზიდენტმა, რომელიც ასევე იბრძოდა UCK -ს რიგებში, საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ყოფილ საველე მეთაურებს უწოდა „ეროვნული გმირები“, რომლებიც „ასეთებად სამუდამოდ დარჩებიან კოსოვოელი ხალხისა და ხელისუფლებისათვის“.

მრავალი სერბის აზრით კი, UCK-ს მებრძოლები საკადრის სასჯელს იმსახურებენ, რადგან ომის დროს სისასტიკით გამოირჩეოდნენ კოსოვოში მცხოვრები სერბი უმცირესობის მიმართ.

„ეს ტრიბუნალი არის ბოლო შანსი, რომელმაც ნათელი უნდა მოჰფინოს მკვლელობებს კოსოვოში“, - აცხადებს პრიშტინაში მცხოვრები ჟურნალისტი ბერინა მუსტაფა, რომლის მამაც თავისივე სახლთან ახლოს მოკლეს იმის გამო, რომ გააკრიტიკა კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის მეთაურები.

„იმედი ბოლოს კვდება“, - ამბობს ნატაში სცეპანოვიჩი, დაზარალებულ სერბთა ასოციაციის ლიდერი. მასაც იმედი აქვს, რომ დაწყებული პროცესი ბოლომდე მივა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენიან UCK-ს ის წევრები, რომლებმაც სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.

მრავალი წლის წინ მოკლული სცეპანოვიჩის მამის გვამი მხოლოდ 2003 წელს იპოვეს, ხოლო დედამისი იმ 1 700 ადამიანს შორისაა, რომლებიც კოსოვოს ომის შემდეგ დღემდე უგზო-უკვლოდ გაკარგულებად ითვლებიან.

კოსოვოს შესახებ ჰააგის სპეციალური სასამართლოს დაარსება შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც 2015 წელს, ერვოკავშირის, აშშ-ისა და საერთაშორისო ინსტიტუტების ზეწოლის შედეგად, კოსოვოს პარლამენტმა შესაბამისი კანონი მიიღო.

მაგრამ სასამართლოს ამოქმედება მოხერხდა მხოლოდ ორი წლის თავზე, იმავე კოსოვოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული პროცედურების შედეგად.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეები, პროკურორები და სასამართლოს სხვა მოხელეები სხვადასხა ქვეყნების წარმომადგენლები არიან, კოსოვოს შესახებ სასამართლო იმართება კოსოვის კანონმდებლობით.

სასამართლოს შექმნა დიდ წინააღდეგობასწააწყდა კოსოვოს შიგნით, განსაკუთრებით UCK-ს ვეტერანების მხრიდან. ისინი მიიჩნევენ, რომ პროკურორებმა უნდა დაკითხონ ასევე ის სერბები, რომლებიც დანაშაულს სჩადიოდნენ 1998-99 წლების კოსოვოს ომის დროს.

კოსოვოელ კანონმდებელთა ჯგუფმა შეიმუშავა პეტიცია სასამართლოს გაუქმების შესახებ, რასაც ხელი მოაწერა 2-მილიონიანი კოსოვოს რამდენიმე ათასმა მოქალაქემ.

თუმცა სერბიული სახმედრო ძლების ბევრი მეთაური თავის დროზე უკვე გაასამართლა და პასუხისგებაში მისცა ყოფილი იუგოსლავიის შესახებ შექმნილმა საერთაშორისო ტრიბუნალმა (ICTY).

სულ მცირე 2 800 ადამიანი დაიღუპა და ასობით ათასი დევნილად იქცა 1998-99 წლების კოსოვოს ომის განმავლობაში, რომლის დასრულება შესაძლებელი გახდა ნატოს ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, რამაც აიძულა იუგოსლავიის არმია დაეტოვებინა კოსოვოს ტერიტორია.

სერბიის ყოფილმა რეგიონმა 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში აღიარა 100-ზე მეტმა ქვეყანამ, გარდა ბელგრადისა და კიდევ რამდენიმე ათეული ქვეყნისა, რომელთა შორისაა საქართველოც.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG