სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ვერაზე მომხდარი ინცინდენტი
ქუჩის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტი. 16 საათსა და 27 წუთზე, მძღოლის გარეშე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაგორდა ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე. ავტომობილმა გადაჭრა მელიქიშვილის გამზირი და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მანქანას შეეჯახა. ავტომობილს საბარგულსა და უკანა მინაზე ნატყვიარები აღენიშნება. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ავტომობილის სალონში ზედაპირული დათვალიერებით სისხლის კვალი არ ჩანდა. თვითმხილველებმა ინცინდენტამდე რამდენიმე წამით ადრე სროლის ხმა გაიგეს. შსს-მ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით.
ეპიზოდები
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე