Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო პოლიციამ ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე ლოგისტიკის ვიცე-პოლკოვნიკი დააკავა


თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას 2018-19 წლებში ქონების უკანონოდ მითვისების ფაქტზე ლოგისტიკის ვიცე-პოლკოვნიკის დაკავების შესახებ, რომელსაც ბრალად ედება თავდაცვის სამინისტროს ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება. სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების, ჯარების ლოგისტიკის ცენტრის დაცვის ბატალიონის მეთაური გ.ჯ. 2020 წლის 1 თებერვალს დააკავეს. სახელმწიფო ქონებას ის უკანონოდ დაეუფლა 2018 წელს და 2019 წლის პირველ და მეორე კვარტალში.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება 2019 წლის 18 დეკემბერს დაიწყო.

გ.ჯ. 2019 წლის 23-დან 25 დეკემბრის ჩათვლით იმყოფებოდა ბიულეტენზე, ხოლო შემდგომ პერიოდში, იანვრის თვეში - კუთვნილ შვებულებაში. ამ პერიოდში ბატალიონის მეთაურის მოვალეობას ასრულებდა შტაბის უფროსი შოთა თავართქილაძე.

XS
SM
MD
LG