Accessibility links

საუბარი საკუთარ თავთან


ავტორი: ნანა ომანაშვილი

გაცნობიერებული თუ გაქვს რა ხდება შენ თავს? ხანდახან უბრალოდ დგები და მიდიხარ არ იცი სად, ვისთან, რატომ უბრალოდ მიდიხარ. შორს, ძალიან შორს. ყველას და ყველაფერს შორდები. ღრმად ჩაისუნთქავ და ხვდები რომ ცოცხალი ხარ. ერთი, ორი, სამი წყნარად ითვლი, ჩაისუნთქავ სუფთა ჰაერს და განაგრძობ გზას. ფიქრები მატარებლის ბორბლებივით ხმაურობენ. ერთი, ორი, სამი და ასე დაუსრულებლად მთელი გზა ათასგვარი აზრი ენაცვლება ერთმანეთს.

ლაპარაკი, საკუთარ თავთან ლაპარაკი. დაუსრულებელი გზის დასასრულიც გამოჩნდება და შენ წყვეტ საკუთარ თავთან საუბარს. საუბარს ამაოებაზე, სექსზე, ძალადობაზე, ქალის უფლებებზე, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებსა და უბრალოდ ფერად ადამიანებზე- ფერადი ფიქრებითა და ზრახვებით. ადამიანის ორი მე ერთი კარგი და ერთიც ცუდი. დაუსრულებელი გზის დასასრულს ნეტავ რომელი ადამიანი იბოდიალებს ჩემში? ვსვამ კითხვას და ვაგრძელებ გზას. გზას, რომლის დასასრულიც არ ჩანს.

დაუსრულებელი გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე საკუთარ თავს ქალსა და სექსზე ვეკამათები. საინტერესო თემაა, მითუმეტეს საქართველოში. აქ ხომ ყველა ქალისკენ იშვერს ხელს ქალი და სექსი სხვადასხვა ცნებებია. ქალს სექსი არ უნდა უნდოდეს, სირცხვილია. მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ სექსი ბიოლოგიური მოთხოვნილებაა და თუ კაცს უნდა ქალსაც უნდა. ხომ არ შეიძლება კაცს შიოდეს და ქალს არა? ასეა სექსიც, ოღონდ საქართველოში ამის აღიარება ქალებსაც „უტყდებათ“, ამიტომ ცხოვრობენ უსექსოდ გაბოროტებულები და ნაღვლიანები. სექსზე უარყოფით დამოკიდებულებას პატარაობიდანვე უნერგავენ ქალებს. მერე ეს ქალები ამ დამოკიდებულებას გადასცემენ თავიაანთ ქალიშვილებს და ასე დაუსრულებლად.

ყბადაღებული თემაა სექსუალური განათლების სწავლება სკოლაში. საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხზე სკოლაში საუბარი მიუღებელია. მრავალი კვლევა მოწმობს სექსუალური განთლების აუცილებლობას თუნდაც იმიტომ, რომ ელემენტარული თავდაცვა ისწავლონ ქალებმა და არ შერცხვეთ იმის აღიარება, რომ სექსის ნდომა სულაც არაა სირცხვილი, პირიქით ჯანსაღი ცხოვრების საწყისია.

დაუსრულებელი გზის შემდეგ გაჩერებას ძალადობა იკავებს. ძალადობა სიტყვაა, რომელიც ყველას აკრთობს და აშინებს და რომლის დანახვა და აღიარება იშვიათს უნდა. ძალადობა ქუჩაში, სახლში, სკოლაში, ძალადობა ეკრანებიდან და მის მიღმა. ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლებს შევხედავთა და განვაგრძობთ გზას. ხო კიდევ, სექსუალური ძალადობა. სექსუალურ ძალადობად ქალის სურვილის საწინააღმდეგო სექსი რომ ითვლება ალბათ საქართველოში ძალიან ცოტა ქალმა იცის. ჩემი დაქალების ნათქვამი სიტყვები მახსენდება - „ხანდახან შეიძლება არ გინდოდეს, მაგრამ მოგიწევსო.“ ჩემი გაოცებული თვალები და ყვირილი - „თუ არ მსურს ვერავინ გაბედავს თითის დაკარებას-მეთქი.“ გაეცინათ. ხანდახან სიტყვები მართლაც ზედმეტია მათ ამ სიცილით უფრო მეტი თქვეს.

მატარებელი გზას აგრძელებს. შემდეგი გაჩერება ჩემთვის მეტად მნიშვნელოვან თემას ეხება და ეს თემა ქვეყნის დამოუკიდებლობაა. აქაც იყოფა ადამიანის აზრები ბევრი მიიჩნევს, რომ მონობაშიც კარგია ცხოვრება, მაგრამ ქვეყნის პროგრესულად მოაზროვნე ნაწილს თავისუფლებაში სიკვდილი ურჩევნია.

ჩვენმა ქვეყანამ მრავალ განსაცდელს გაუძლო, ბევრჯერ იყო დამონებული, მაგრამ მოაზროვნე ადამიანების დახმარებით რამდენჯერაც დაგვიმონეს იმდენჯერ დავიძვრინეთ თავი.

20.06.19 ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას კიდევ ერთხელ დაემუქრა საფრთხე. ერთმორწმუნე რუსეთი და ამ ერთმორწმუნეობას ამოფარებული ქართველების არმია, რომელთაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და კარგად ყოფნა ფეხებზე ჰკიდიათ. გამხეცებული სპეცრაზმელები და ქვეყნის მომავალს შეწირული ახალგაზრდების თვალები. მათი ოპტიმიზმი, მიუხედავად დიდი განსაცდელისა. რუსეთი ოკუპანტია! ჩვენ ცალი თვალითაც ვხედავთ ამას!

შემდეგი გაჩერება ფერად ადამიანებს ეთმობა. ფერადები,ცისარტყელის ფერებით მოხატულები, მაგრამ გარიყულები და დაჩაგრულები. დღეს საქართველოში ბევრი წერს ამ თემაზე. მე რამდენიმე წინადადებით დავაფიქსირებ ჩემს აზრს და შეგეშვებით. რატომ მიმაჩნია რომ ეს ადამიანები იმსახურებენ სიყვარულსა და ჩახუტებას?

პასუხი მარტივია იმიტომ, რომ დედამიწას სიყვარული ატრიელებს და მერე რა რომ ისინი თავისი სქესის მიმართ განიცდიან ამ დიდ გრძნობას. მთავარია განიცდიან და გაბოროტებულები არ დაიარებიან დედამიწის ზურგზე. სიყვარული არ ცნობს განსხვავებულ ორიენტაციას. მათ აქვთ უპირობო უფლება ერთმანეთი უყვარდეთ და ჩვენ, ეგრეთწოდებულ „ჩვეულებრივ“ ადამიანებს, არ გვაქვს უფლება შევზღუდოთ ისინი.

„დედამიწას სიყვარული ატრიალებს, დომენიკო!“

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG