Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და რუსეთის სარაგბო ნაკრებების მატჩი 14 მარტს აღარ გაიმართება


„რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის გაურკვეველი ვადით გადაიდო. „რაგბი ევროპის" გადაწყვეტილებით, 13 მარტიდან 15 აპრილის ჩათვლით, ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე ყველა შეჯიბრება და თამაში გადადებულია.

„რაგბი ევროპის" ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ბოლო ტურის გარდა, გადაიდო საერთაშორისო ასაკობრივი ტურნირები - სულ, თორმეტი თამაში.

ქართველი მორაგბეები 14 მარტს თბილისში რუსეთის ნაკრებს უნდა დაპირისპირებოდნენ და, საქართველოს რაგბის კავშირის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს თამაში მაყურებლის გარეშე უნდა ჩატარებულიყო.

XS
SM
MD
LG