Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო კლუბების არც ერთ წევრს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, დასრულდა ეროვნული ლიგის კლუბების წევრთა პირველადი ტესტირება COVID-19-ზე და ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ეროვნული ლიგის ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და კლუბების პერსონალს პირველადი ტესტირება 1-7 ივნისს ჩაუტარდათ და საბედნიეროდ, კორონავირუსი არავის დაუდასტურდა. ახლა გუნდები ორკვირიან შეკრებაზე გადავლენ, რომელსაც იზოლირებულად გაივლიან. შემდეგ, განმეორებითი ტესტირება ჩატარდება. 25 ივნისიდან კი ჩემპიონატი განახლდება“ - თქვა მუჯირმა დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

ჯერჯერობით უცნობია, შეძლებენ თუ არა გუნდები ეროვნული ლიგის განახლებამდე ამხანაგური მატჩების ჩატარებას. ამისთვის მათ მთავრობის ნებართვა დასჭირდებათ.

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგა“ მარტში შეწყდა, კორონავირუსის პანდემიის გამო. ჯერ მხოლოდ ორი ტურია გამართული და ჩემპიონატის დასრულებამდე თექვსმეტი ტური რჩება.

XS
SM
MD
LG