Accessibility links

საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია თანხმლები დაავადებებით, რომელიც დამამძიმებელ ფაქტორებად ითვლებოდა. გარდაცვლილი საუნივერსიტეტო კლინიკაში 3 აპრილს გადაიყვანეს და მისი მდგომარეობა სიცოცხლესთან შეუთავსებლად იყო შეფასებული.

რატიანის თქმით, ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი,კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.

„ქალბატონი გადმოყვანილი იყო თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს. მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად. ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით“ ,- განაცხადა ლევან რატიანმა.

კორონავისურით ინფიცირების შედეგად გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დაფიქსირდა. 79 წლის ქალი, ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა და მასაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

საქართველოში 5 აპრილის დილის მონაცემებით ინფიცირებულია 170 პირი, მათგან გამოჯანმრთელებულია 36, კარანტინში იმყოფება 5 000-ზე მეტი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG