Accessibility links

საქართველო დამოუკიდებლობის 100 წელს აღნიშნავს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლიეტუვას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საქართველოში სტუმრებისა და საზეიმო ღონისძიებების მრავალფეროვნებით იქნება გამორჩეული. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებენ 6 ქვეყნის პრეზიდენტი და ევროკომისიის პრეზიდენტი. პრეზიდენტების გარდა, საქართველოს 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა. განსაკუთრებით გამორჩეულ ღონისძიებათა რიგშია „კრინიცის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი თბილისში“, რომელშიც, საქართველოს ბიზნესსექტორის გარდა, სლოვაკური და პოლონური ბიზნესდელეგაციის 100-მდე წევრი მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას დაესწრებიან ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ბელორუსიიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. კრინიცის ეკონომიკური ფორუმის გამართვა თბილისში საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერის გამოხატულებად მიიჩნევა.

Direct link

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG