Accessibility links

სახლიდან მუშაობა, როგორც გამოწვევა


ავტორი: ნინო საჩალელი (ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი)

დღესდღეობით ქვეყანაში არსებული პირობებიდან გამომდინარე, უამრავ ადამიანს უწევს სახლიდან მუშაობა და ყოველდღიურ რუტინაში ჩაბმა, რიგ შემთხვევებში ეს რთული აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის რომელებიც წლების განმავლობაში ოფისებიდან ასრულებენ სამუშაოს და მიჩვეულები არიან გუნდურად მუშაობას. აქედან გამომდინარე, უამრავ ვებ-გვერდზე იქნა მოცემული რჩევები, სახლიდან სამუშაოს შესრულებისას პროდუქტიულობის გასაზრდელად.

ყველაზე პირველი და მნიშნელოვანი, რასაც ფსიქოლოგები გვირჩევენ არის ის, რომ დავგეგმოთ დღე და ვიქონიოთ დროის სწორი მენეჯმენტი; შევეცადოთ, რომ სამუშაო დღე დაიწყოს ისევე იმ დროს, როგორც აქამდე იწყებოდა; აუცილებელია შესვენების დროის გამოიყენება, ისევე როგორც ამას ოფისში მუშაობისას აკეთებენ ადამიანები და ბოლოს აუცილებელია სამუშაო დღე დასრულდეს ისევე იმ დროს, როდესაც ის ოფისში მუშაობისას სრულდებოდა. იმისთვის, რომ ადამიანმა იმუშაოს აუცილებელია თავისი ოთახი სამუშაო სივრცედ გადააქციოს, სადაც შექმნის მისთვის სასურველ სამუშაო გარემოს და საშუალება ექნება შეასრულოს თავისი სამუშაო.

სახლიდან მუშაობა არ არის ახალი იმ ადამიანებისათვის, რომლებიც თავიაანთ საქმიანობას აქამდეც დისტანციურად, საკუთარი სახლიდან ახორციელებენ. ასეთი სახის სამსახურები, განსაკუთრებით აქტუალური ბოლო წლების განმავლობაში გახდა, ინტერნეტი და თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ დასაქმდნენ არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის რამოდენიმე სამსახურში ერთად. ასეთი ტიპის საქმიანობებს განეკუთვნება მაგალითად: ბლოგერობა, მარკეტერობა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა, ელექტრონული კომერციის წარმოება, ფოტოგრაფია, სოციალური მედიის მენეჯერობა, მთარგმნელობითი საქმიანობა და ა.შ. ამერიკის შეერთებული შტატების სტატისტიკის მიხედვით ასეთი ტიპის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების საათობრივი ანაზღაურება განისაზღვრება 10 დოლარიდან 280 დოლარამდე, რაც თავისთავადაღემატება ოფისში დასაქმებული ადამიანის შემოსავალს.

აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, შესაძლებელია დამსაქმებლები მიხდვნენ, რომ გარკვეულ თანამშრომლებთან მიმართებაში, არ არის აუცილებელი, რომ ისინი თავიაანთ საქმიანობას ახორციელებდნენ ოფისიდან და შესაძლებელია მათ თავიანთი სამუშაო განახორციელონ დისტანციურადაც, ოფისში მისვლის გარეშეც. დასაქმებულები კი უკეთ შეაფასებენ დისტანციურად მუშაობის პოზიტიურ მხარეებს და შეიძლება შეეცადონ მათი საქმიანობის ფარგლებში და თავისუფალი დროის გათვალისწინებით მოძებნონ დისტანციური სამსახურებიც, რაც მათ დამატიბითი შემოსავლის მიღების საშუალებას მისცემს.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG