სერბეთის სამხედრო თვითმფრინავები კოსოვოს საზღვრის თავზე
26 სექტემბერს სერბეთის სამხედრო-საჰაერო ძალების MiG-29-ებმა რამდენჯერმე გადაუფრინეს კოსოვოს იარინიეს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს, სადაც ეთნიკური სერბები საპროტესტო აქციას მართავენ და ერთი კვირის განმავლობაში აქვთ გზა გადაკეტილი სატვირთო მანქანებით. კოსოვოს სერბული უმცირესობის წარმომადგენლები აპროტესტებენ კოსოვოს მიერ ახლახან გამოცემულ წესს, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე შესულმა სერბულმა მანქანებმა სანომრე ნიშნები დროებითი ნიშნებით უნდა შეცვალონ. კოსოვოს ხელისუფლების თქმით, ეს არის პასუხი ბელგრადის მიერ შემოღებულ ანალოგიურ წესზე, რომელიც 2008 წლიდან მოქმედებს სერბეთში. (რთე/რთ-ის ბალკანური სამსახურის ვიდეო)
ეპიზოდები
-
მაისი 09, 2024
"პოლიციელები მეკითხებოდნენ, კიდევ გახვალ აქციაზე?"
-
მაისი 04, 2024
კაცები შავებში - ვინ დაესხა თავს აქციის მონაწილეებს
-
მაისი 02, 2024
სამი ჭრილობა აქციიდან - დავით თამაზაშვილის ამბავი
-
მაისი 02, 2024
როგორ დაარბიეს აქცია 30 აპრილის ღამით