Accessibility links

სექსუალური უბიწობა და პოლიტიკური მართლმორწმუნეობა


ავტორი: მარიამ პირველი

დროიდან ბელადებმა , მეფეებმა და განსაკუთრებით კი სასულიერო იერარქებმა კარგად უწყოდნენ რომ სექსუალური ენერგია ყველაზე ახლოსაა მატერიალურ სამყაროსთან ,რომლის ჰარმონიული განვითარებისას ადამიანი სიცოცხლით ,ჯან-ღონით სავსეა , გრძნობს ჰარმონიას გარე სამყაროსთან და განიცდის ბედნიერებას ,რასაც საბოლოო სრულყოფილებამდე მჰიყავს ადამიანი… სწორედ ამ მიზეზის გამო , ინტენსიურად ცდილობდნენ ადამიანში ლიბიდოზური (სექსუალური)ენერგიის ჩახშობას ,ან ჩარჩოებში მოქცევას , რაც ძირითადად ქალის დემონიზაციაში და სექსის ცოდვად მიჩნევაში , შესაბამისად მის აკრძალვაში მდგომარეობდა.

დაბალი განვითარების მქონე ადამიანი გაუცნობიერებლად, უმეტესწილად ბრმად , მიჰყვებოდა თავის ლიდერებს და კითხვის დასმის გარეშე, ფანატიკურად სჯეროდა , რომ ასე იყო საჭირო და ასეთი იყო “ღვთიური კანონი.” ჩნდება ლოგიკური კითხვა თუ რაში სჭირდებოდათ და რას ემსახურებოდა ეს აკრძალვა? ნებისმიერი აკრძალვის , ან შეზღუდვის შემთხვევაში , სექსუალური ე.წ. ლიბიდოზური ენერგია მაინც ჰპოვებს აქტიურ ან პასიურ გამოვლინებას.

შემთხვევაში საქმე გვაქვს ბრმა მორჩილებასთან, უკიდეგანო ფანატიზმთან და ნდობასთან იერარქის მიმართ. ხოლო აქტიური გამოვლინებისას იგი გარდაიქმნება აგრესიულ ენერგიად, რომელიც მუდმივი წყარო იყო იერარქებისთვის, მეფეებისთვის და იმპერატორებისთვის ძალაუფლების მოსაპოვებლად თუ შესანარჩუნებლად. ეს გახლდათ უძლიერესად გამოხატული სასიცოცხლო ენერგიის ფორმა იგივე დრაივი, რომელიც მუდმივად აუცილებელი იყო ძალაუფლებისთვის. ენერგია რომელიც ქმნიდა იმპერიას! უძველესი არმიებიდან დაწყებული თანამედროვე ერამდე ეს პროცესი დინამიურია, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე სამყაროს გლობალიზაციას. ყოველივე ზე მოხსენებული გახლავთ ტოტალიტარული რეჟიმის სარკისებრი ანარეკლი _ ჯორჯ ორეულის 1984-ში, სადაც ნათლად არის წარმოდგენილი სახელმწიფო პარტიის პოლიტიკურად იდეოლოგიზირებული ქალების და კაცების ურთიერთობების აღკვეთა. რომლის მიზანი იყო სექსუალური აქტიდან სიამოვნების ამოცლა. მტრული დამოკიდებულება არა სიყვარულის მიმართ, რამდენადაც ეროტიკას როგორც ქორწინებაში, ასევე ქორწინების მიღმაც.

უფლება არ ეძლეოდა იმ წყვილს, რომლებსაც ერთმანეთის მიმართ ურთიერთლტოლვას ამჩნევდნენ. ბავშვების გაჩენა და აღზრდა მსახურებისთვის ეს იყო ქორწინების ერთადერთი აღიარებული მიზანი. პარტიის ყოველი წევრი სექსუალური აქტის შთაგონების ზიზღით იზრდებოდა. ახალგაზრდული ანტისექსუალური ლიგა და სხვა მსგავსი ორგანიზაციები ორივე სქესის წარმომადგენლების, უქორწინებასაც კი ქადაგებდნენ. ასეთ შემთხვევაში ბავშვები ხელოვნური განაყოფიერებით გაჩნდებოდნენ და საზოგადოებრივ ინსტიტუტებში გაიზრდებოდნენ. სექსის ინსტინქტი ქმნიდა თავისთავად არსებულ, პარტიის კონტროლის გარეთ მყოფ სამყაროს. რეალურად სექსუალური უკმარისობა იწვევდა ისტერიას, რომელიც იყო სასურველი იმ აზრით, რომ შეიძლებოდა მისი გადაქცევა, როგორც საომარ ციებ-ცხელებად, ისე ბელადის თაყვანისცემად. ნამდვილად არსებობდა პირდაპირი ძალიან ახლო კავშირი “სექსუალურ უბიწობასა და პოლიტიკურ მართლმორწმუნეობას შორის.”რომ არა ეს მიდგომა შეუძლებელი იქნებოდა შეენარჩუნებინა შიშის მუდმივი აპოგეა, სიძულვილი, გიჟური, ფანატიკური მიმნდობლობა ანუ ყოველივე ის რაც პარტიას სჭირდებოდა, თუ არა რომელიმე უძლიერესი ინსტინქტის ჩახშობისა და მამოძრავებელ ძალად გამოყენების წყალობით? სექსუალური იმპულსი პარტიისთვის სახიფათო იყო და მან ეს იმპულსი თავის სასარგებლოდ გამოიყენა. როგორც ი.ჩარკვიანმა თქვა თავის ერთ-ერთ სიმღერაში: “ჩვენ ვართ კულტურული ტომი, რომელიც ისევ გადაირჩენს თავს. სექსი მიზეზია ომის და ჩვენ ამ ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.”

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG