Accessibility links

ბუნებრივი აირის მოხმარების რისკები - "ოდნავ მაინც შეაღეთ სარკმლები"


"პირველ რიგში კანონმდებლობას შევცვლიდი"-ო, ამბობს სოსო სიმონიშვილი, "ყაზტრანსგაზის" დირექტორის ყოფილი მოადგილე "დილის საუბრებში". ის ლაპარაკობს აგრეთვე იმაზე, რისი გათვალისწინებაც მომხმარებლებს შეუძლიათ და კვლავ იმეორებს, რომ სარკმელი მუდმივად უნდა იყოს ოდნავ შეღებული მაინც. ღია სარკმლის ეფექტს სოსო სიმონიშვილი დეტალურად ხსნის.

სოსო სიმონიშვილი ინტერვიუში აღწერს ბუნებრივი აირის სადისტრიბუციო სისტემის მდგომარეობას, რასაც კანონმდებლობის შეცვლა ვერ უშველის. ვადაგასული მილების პირობებში მიმწოდებელს ბუნებრივი აირის ნორმაზე დაბალი წნევით მიწოდება უწევს მომხმარებლისთვის, რაც თავისთავად მარტივი არ არის, მომხმარებელიც უკმაყოფილოა და ზრდის რისკებსაც. მოძველებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საქმეს სადისტრიბუციო კომპანია ვერ აწევს და აქ შესაძლებელია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, "მაგრამ ამასაც ცოდნა უნდა", - ამბობს სოსო სიმონიშვილი.

პასუხისმგებლობაზე საუბრისას, "დილის საუბრების" სტუმარი მომხმარებლის წილზეც ლაპარაკობს და კარგ პრაქტიკად თვლის, როცა ოჯახში არის ერთი - უსაფრთხოების საკითხებში სხვებთან შედარებით უკეთ გათვითცნობიერებული წევრი.

"აბაზანაში წყლის გამაცხელებლები ძალიან საშიშია", - აცხადებს ექსპერტი და ლაპარაკობს აგრეთვე სავენტილაციო სისტემების გაუმართაობასა და უკონტროლობაზე: "როცა შენობა ბარდება, გაზმა უნდა ჩაიბაროს ვენტილაციაც. შემოვდივარ ტექნიკურ რეგლამენტში ამის გათვალისწინების იდეით".

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG