Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერიტორია, როგორც იდენტობის მარკერი


ავტორი: ანა კვიჟინაძე

XXI საუკუნერიგი თავისებურებებით ხასიათდება. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დამახასიათებელია თანამედროვე ეპოქისთვის არის წარსულისაკენ მიბრუნება, წარსულში ქექვა. ისტორია გვაძლევს იმის შესაძლებლობას აწმყოს ლეგიტიმაცია მოვახდინოთ. ეპოქას, რომელშიდაც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, სახელით გლობალიზაცია მოიხსენიებენ. სწორედ გლობალიციის ეპოქა, რომელიც თითქოსდა საფრთხეს უქმნის ერი-სახელმწიფოების ნაციონალურ მახასიათებლებს,გახდამიზეზიერი-სახელმწიფოები წარსულს მიბრუნებოდაიმისთვის, რომ იდენტობა, საერთოობის განცდა შეენარჩუნებინათ. ჩემი დაინტერესება წარსულით სწორედ აწმყომ გამოიწვია, აწმყომ სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი თავის განსაზღვრა, საკუთარი იდენტობის გაცნობიერება და ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამ იდენტობის გამძაფრება. აწმყომ, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს იდენტობას.

ზემოთ აღვნიშნე, რომ თანამედროვე ეპოქაში ყველაზე მნიშვნელოვანია წარსულით დაინტერესება, თუმცა ყოველთვის განმსაზღვრელ როლს თამაშობდა ისტორია ადამიანთა ცხოვრებაში. ასევე ნებისმიერ დროში ეს იქნება შუა საუკუნეები თუ სხვა ეპოქა მნიშვნელოვანი იყო თვითმყოფადობის განსაზღვრა, იდენტობით დაინტერესება. ყველა დროში არსებობდა განცდა „ჩვენ“ და „სხვა“ ჯგუფისა. ჩვენ ჯგუფად ყოფნის განმსაზღვრელი სხვადასხვა იდენტობის მარკერიკი, მაგალითად რელიგია, ენა, ტერიტორია და ა.შ. იყო.

იდენტობა არის ადამიანის ფსიქოლოგიური წარმოდგენა საკუთარ „მე“ -ზე. იდენტობა გვაძელვს ადგილს სამყაროში, იგი წარმოადგენს კავშირს ჩვენსა და იმ საზოგადოებას შორის, რომელშიც ვცხოვრობთ. იდენტობა ამბივალენტური ფენომენია, იგი გულისხმობს სხვის დამოკიდებულებას „მე“-ს მიმართ, მსგავსება-განსხვავების საფუძველზე ინდივიდი აცნობიერებს, რომ არსებობს მისი მსგავსი და განსხვავებული საზოგადოება.

ინდივიდუალური იდენტობისაგან გასხვავებით კოლექტიური კულტურული იდენტობა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მახასიათებლითა და მარკერით ხასიათდება. კოლექტიური კულტურული იდენტობა დამახასიათებელია ერი-სახელმწიფოების ფორმირებამდე მყოფი საზოგადოებისა, ანუ ნაციონალიზმამდელი ეპოქისთვის. ნაციონალიზმის მკვლევარი ეთნოსიმბოლისტი ენტონი დე სმითი საზოგადოებებს, რომლებიც ნაციონალიზმამდელ ეპოქაში ცხოვრობდნენ სახელით „ეთნიე“ მოიხსენიებს.

იდენტობის მარკერების, როგორც ინდივიდუალურ ასევე კოლექტიურ დონეზე, ფორმირება ხდება თავდაპირველად საერთოობის განცდის შეგრძნების შედეგად, ხოლო იმისთვის რომ გააცნობიერო „ჩვენ“ ჯგუფად ყოფნა აუცილებელია ვინმესგან თავის გამიჯვნა. ანუ იდენტობა კოლექტიური იქნება ეს თუ ნაციონალური იმთავითვე გულისხმობს „სხვას“ უცხოს, მსგავსება-განსხვავების საფუძველზე კი ყალიბდება იდენტობა.

„ნაციონალური იდენტობა არის ნაციის დამახასიათებელი მემკვიდრეობის შემადგენელ ღირებულებათა, სიმბოლოთა, მახსოვრობათა, მითთა, ტრადიციათა სახეების კვლავწარმოება და რეინტერპრეტაცია, ამ სახეებთან და მემკვიდრეობასთან ინდივიდის მიერ საკუთარი თავის იდენტიფიკაცია“. (სმითი, 2008:42).

ნაციონალური იდენტობის მარკერებია ენა, საერთო ტერიტორია, მითები, წეს-ჩვეულებები, რელიგია, ისტორია და სხვა.

ენტონი სმითი გამოყოფს ნაციის სტანდარტულ მოდელს, რომლის ძირითად კომპონენტებად იგი ასახელებს: „ ისტორიული ტერიტორია, სამართლებრივ-პოლიტიკური საზოგადოება, და საერთო სამოქალაქო კულტურა და იდეოლოგია“.(სმითი, 2008: 17).

საინტერესოა, ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა ქართველთა ცნობიერებაში ტერიტორიას, როგორც მნიშვნელოვან იდენტობის მარკერს?როგორ ახერხებდნენ საზღვრის გავლებას “ჩვენ“ და „სხვას“ შორის, იქ სადაც საზღვრები არ არსებობდა?ან ახლა რატომ გვჭირდება საზღვრების შენარჩუნება იქ სადაც უკვე დიდიხანია არსებობს ან არსებობდა?

სმითის თვალსაზრისით „ადამიანები და ტერიტორია, უნდა ეკუთვნოდნენ ერთმანეთს“. მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ ეს ტერიტორია არ უნდა იყოს უბრალოდ მიწა ეს უნდა იყოს ისტორიული მიწა, სამშობლო, რომელიც საკრალიზებულია ადამიანთა ცნობიერებაში, ტერიტორიის საკრალიზება კი ადრეული შუა საუკუნეებიდან მიმდინარეობდა.

ალბათ, საჭირო არ არის იმის მტკიცება, რომ ქართველებისთვის ტერიტორია, რომელსაც საქართველოს სახელით მოიხსენიებენ არის განმსაზღვრელი, ვინაიდან ეს არის ტერიტორია სადაც საუკუნეების განმავლობაში უხდებოდათ ცხოვრება ეთნიკურად ქართველებს, და არა მარტო, მიუხედავად საზოგადოებათა შორის საუკუნეობრივი სხვაობისა განგრძობადობა შეიმჩნევა, განგრძობადობა კონკრეტულ ტერიტორიაზე, კონკრეტული ეთნოსის/ების ცხოვრებისა.

ლელა პატარიძე მიუთითებს, რომ: „ტერიტორიული იდენტობა ადამიანის ეროვნული თვითცნობიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ამ ცნობიერების განვითარების ყველა საფეხურზე, იქნება ეს ნაციონალური თუ ეთნიკური იდენტობა“ (პატარიძე,2009:105). სმიტი ტერიტორიული მიკუთვებულობას საკრალური მნიშვნელობით ხსნის. „თაყვანისცემისა და აღფრთოვანების ადგილების მნიშვნელობას შეიძლება ჩაწვდნენ მხოლოდ განდობილნი, რაც ნიშნავს, ნაციის თვითშეგნების მქონე წევრებს“ (სმითი,2008:12). სმიტი ასევე მიუთითებს ეთნიეს ცნობიერებაში ტერიტორიულ იდენტობის მითოლოგიურ და სუბიექტურ ასპექტებს, ის წერს: „ასევე შეიძლება გარკვეულ ტერიტორიულ სივრცეებთან და მასში არსებულ განსაკუთრებულ ადგილებთან დამოკიდებულებას ჰქონდეს მითიური და სუბიექტური ხასიათი,... სამშობლოს საკრალური ცენტრი ეთნის წევრებს მის გარშემო შეიკრებს“(სმითი, 2008:29).

ჩემი აზრით, ადამიანებმა „საკუთარი არსის შეჯამება რომ მოახდინონ“ მნიშვნელოვანია ყველა იმ მცირე „გოჯ“ მიწას/ტერიტორიას გავუფრთხილდეთ და დავიცვათ, რომელსაც უკვე ყველა მხრიდან გვართმევენ ან ვართ ძალიან დიდი საფრთხის წინაშე, რომ წაგვართმევენ.

ბიბლიოგრაფია

ე. დ. სმითი, ნაციონალური იდენტობა. 2008

ბ. ანდერსონი, წარმოსახვითი საზოგადოება. თბილისი, 2003

ლ. პატარიძე, პოლიტიკური და კულტურული იდენტობანი IV-VIII სს-ის ქართულ ერთობაში: „ქართლის ცხოვრების“ სამყარო. თბილისი, 2009

მწიგნობრობა ქართული , იაკობ ხუცესი , იოანე საბანისძე, გიორგი მერჩულე , თბილისი 2007, ტომი II

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG