Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"უმრავლესობიდან წასვლის გეგმა არ მქონია, ფაქტის წინ დავდექით" - ინტერვიუ თამარ ჩუგოშვილთან


"ეს არის უსამართლო სისტემა" - ეს სიტყვები საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილ წევრს და ვიცე-სპიკერს, თამარ ჩუგოშვილს ეკუთვნის - 10 დეკემბერს, პარლამენტის ტრიბუნიდან მან სწორედ ამ ორი სიტყვით დაახასიათა ქვეყანაში მოქმედი საარჩევნო სისტემა, რომლის შეუცვლელობა მისი და "ქართული ოცნების" კიდევ რამდენიმე წევრის პარტიიდან და საპარლამენტო თანამდებობებიდან წასვლის მიზეზი გახდა. რატომ გახდა წასვლის მიზეზი სწორედ ეს და არა მაგალითად, 20-21 ივნისის მოვლენები ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და მასთან დაკავშირებული პროცესები? სჯერა თუ არა მას მაჟორიტარი დეპუტატების მიერ კანონპროექტის ჩაგდების დამოუკიდებლობის? გამოიყენებს თუ არა თამარ ჩუგოშვილი საპარლამენტო ტრიბუნას იმის სათქმელად, რის თქმასაც "პარტიული ბორკილები" უზღუდავდა? ამ და სხვა თემებზე საუბრობს თამარ ჩუგოშვილი ინტერვიუში, რომელიც მან რადიო თავისუფლებას მისცა.

XS
SM
MD
LG