Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშიზმზე გამარჯვების დღე საბჭოურად არ უნდა აღინიშნოს - "რუსეთი ოკუპანტია"


სამოქალაქო აქტივისტები ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნას მართებულად თვლიან 8 მაისს და არა 9 მაისს, როგორც ეს საბჭოთა ხელისუფლების დროს დამკვიდრდა. 8 მაისს სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ ორგანიზებით, სამოქალაქო აქტივისტებმა ყვავილებით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი, ვაკის პარკში. 9 მაისს კი გამართავენ საპროტესტო აქციას - „არა პუტინის მარშს!“, რუსეთის პროექტის - „უკვდავი პოლკის“ მსვლელობის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG