უკრაინის სეპარატისტების ხელში მყოფი ქალაქის, ლუგანსკის მოსახლეობისთვის ე.წ. კონტაქტის ზოლთან მისვლა ხუთკილომეტრიანი დერეფნის გავლითაა შესაძლებელი.
უკანასკნელი დერეფანი ლუგანსკთან

1
სტანცია ლუჰანსკას მისადგომები, ლუგანსკის რეგიონში კიევის კონტროლქვეშ არსებული ტერიტორიის განაპირა არეალი. უკრაინის ჯარსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის 2014 წლის შემდეგ დაწყებულ ბრძოლებს ამ არეალში ათი ათას ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.

2
აქ გამვლელთა უმეტესობა პენსიონერები არიან სეპარატისტული რეგიონიდან. ისინი უკრაინის ცენტრალური მთავრობის პენსიის მისაღებად მიემართებიან.

3
გამშვებ პუნქტთან, რომელსაც უკრაინის არმია აკონტროლებს, დგას ბანკომატი (მარჯვნივ), რომელსაც მუდმივად იყენებენ და რომელსაც ყოველდღიურად ავსებენ ფულით.

4
უკრაინელი მოხელე პასპორტს უმოწმებს მოქალაქეს.

5
უკრაინელი ჯარისკაცები მგზავრებს ბარგს უმოწმებენ, სანამ ისინი სეპარატისტების ხელში არსებული ტერიტორიისკენ ხანგრძლივ გზას დაადგებიან.

6
გაყინულ სასწორზე ყუთებს წონიან. ამ კაცის ბარგი 74,2 კილოგრამს იწონის, დაშვებულ ნორმას, 75 კილოს, აკმაყოფილებს და შეუძლია გზა გააგრძელოს.

7
შემოწმება თუ გაიარეთ, იწყება გრძელი გზა 5 კილომეტრში მდებარე სეპარატისტების გამშვებ პუნქტამდე.

8
ეს გზა რთულია განსაკუთრებით მოხუცებულებისთვის. ხუთიდან ოთხი პენსიონერია.

9
შეუძლოდ მყოფი თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დერეფნის გავლა ნათესავების ან მტვირთავების დახმარების გარეშე შეუძლებელია.

10
მოხუცებულ ქალს ზამთრის პირობებზე მორგებული ეტლით მიასრიალებენ.