Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოტორეპორტაჟი: პარლამენტის შენობის წინ აქცია დაშალეს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქცია სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენების დაშალა.

პარლამენტის შენობა მთლიანად ბლოკირებული აქვთ სპეცრაზმელებს.

არიან დაშავებულები. ისინ სხვადასხვა საავადმყოფოში გადაჰყავთ.

არ ვრცელდება ოფიციალური ინფორმაცია დაშავებლათა რაოდების შესახებ. არაოფიციალური ინფორმაცით დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი.

საქართველოს პარლამენტთან აქციიის მონაწილეები მოითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის და მთავრობის გადადგომას.

აქციაში მონაწილეობდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო მოქალაქეები.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, მმართველ ძალას, რომელმაც საქართველოში შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები და რუსეთის დუმის დეპუტატს მისცა საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან რუსულად გამოსვლის უფლება, ხელისუფლებაში არ უნდა დარჩეს. აქციის გამო რუსთაველის გამზირი გადაკეტა.


ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG