Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა და საპატიო სტუმარი - საქართველო


ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს - საპატიო სტუმარი ქვეყნის -პავილიონი ოფიციალურად 9 ოქტომბერს გაიხსნა.

გერმანულენოვანი აუდიტორიის ფოკუსში ქართული პროგრამა წარდგება კონცეფციით - Georgia Made by Characters (ანბანით მოთხრობილი საქართველო), რომელიც, ერთი მხრივ, უნიკალურ ქართულ ანბანსა და უნიკალურ დამწერლობას, მეორე მხრივ კი, ქართულ ხასიათებსა და პერსონაჟებს ეფუძნება.

9-14 ოქტომბერს ფრანკფურტში საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი დატვირთული ლიტერატურული და კულტურული პროგრამით წარდგება. საქართველოს პავილიონში საქართველოს ეროვნულ და თემატურ სტენდებზე, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის 20-მდე სცენაზე, ათობით ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ქართველი ავტორებისა და არტისტების სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ასობით ღონისძიება გაიმართება.

საქართველოს პავილიონი, პროექტის ძირითად კონცეფციაზე დაყრდნობით, სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიზაინერმა გია ბოხუამ შექმნა. მისი პროგრამა შინაარსობრივად მრავალფეროვანი და ინტერაქტიულია. პავილიონში მოწყობილ 2 სცენაზე 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება და ქართულ ლიტერატურას გააცნობს, გაიმართება დისკუსიები და ლიტერატურული კითხვები. პავილიონში ასევე მოწყობილია სხვადასხვა თემატიკის რამდენიმე სივრცე, სადაც უცხოელ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ ლიტერატურას და კულტურას, მოუსმინონ ქართულ ხმოვანებას, დაათვალიერონ „მაგნუმის“ ცნობილი ფოტოგრაფების გამოფენა თბილისის შესახებ. პავილიონში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გამოიფინება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი, ასევე უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG