Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალთა ჩართულობა პარტიულ „მასკულინურ“ დღის წესრიგში. საჭიროა შიდაპარტიული კვოტირება?!


ავტორი: ქეთი მესხი

საქართველო არის ქვეყანა , რომელშიც პოლიტიკური ამინდი ძალიან ხშირად იცვლება. ქვეყანა , რომელიც პოლიტიკურად არამყარი, არასტაბილური და არაპრგნოზირებადია. აქედან გამომდინარე ზედმეტია დავა იმის თაობაზე , რომ რთულია რაიმეს ხელაღებით თქმა. აგრეთვე რთულია გადაჭრით ვთქვათ , რომ შიდაპარტიული გენდერული კვოტირება ქალთა მასიური ჩართულობის ხელშემწყობი მექანიზმი აღმოჩნდება, დიახ, რთულია ამისი თქმა , მაგრამ ეს რეალობასთან ყველაზე ახლოს დგას.

პირველ რიგში დავიწყოთ იმით , რომ თავდაპირველად საზოგადოება ყოველგვარ ცვლილებას, ყოველგვარ რეფორმასა და კანონპროექტს უარყოფით „დახვედრას უწყობს“. მეტადრე ქართული საზოგადოება , რომელსაც დიდი ხანია დაკარგული აქვს ნდობა ხელისუფლებისადმი. ასე , რომ , ჩემი აზრით, ეს გარემოება არ უნდა გახდეს ხელისშემშლელი ფაქტორი აღნიშნული პროექტის მიღების პროცესში. მართლაც, ცვლილებების გარეშე არც ერთი ქვეყანა არ განვითარებულა და არც ის ფაქტი უნდა დაგვავიწყდეს , რომ გენდერული კვოტირება არის დროებითი და არა სამუდამო პროცესი. დიახ, გენდერული კვოტირება არის დროებითი პროცესი , რომელიც საქართველოს ამ ეტაპზე ნამდვილად სჭირდება.

მაღალ ეშოლენებში გამოითქვა მოსაზრება , რომ გენდერული კვოტირება ხელოვნური პროცესია და მაშასადამე ცუდიც. კერძოდ, ეს აზრი გააჟღერა დარგობრივი ეკონომიკის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.მაგრამ საქართველო ჯერ-ჯერობით არ არის იმ სიმაღლეზე , რომ ბუნებრივი განვითარების გზას დაადგეს და ფეხი აუწყოს ევროპის განვითარებულ სახელმწიფოებს.

შეხედულება , რომ ქალთა ბუნებრივ , მასიურ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესებში შესაძლოა ასი წელი დასჭირდეს , დამეთანხმებით არც ისე იმედისმომცემად ჟღერს. ჯერ ერთი იმიტომ , რომ შესაძლოა ამ პროცესს ას წელზე მეტი დრო დასჭირდეს , გარდა ამისა შესაძლოა ეს პროცესი თავისთავად სრულებითაც არ განხორციელდეს და აგრეთვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარეომებაც , რომ თუკი საქართველო მხოლოდ ას წელიწადში მიაღწევს ევროპის განვითარებული ქვეყნების დონეს , საერთაშორისო არენაზე ეს მისი საუკონოვანი ჩამორჩენილობის გარანტი გახდება.

ბელგია, ესპანეთი , სლოვენია , პორტუგალია. ეს ის ქვეყნებია , სადაც გენდერულმა კვოტირებამ შედეგი გამოიღო და რეალობაში იმუშავა. ასე , რომ ამ პროცესში არც სათაკილო და არც საყოყმანო არაფერია. შანსი იმისა , რომ შიდაპარტიული გენდერული კვოტირება გაამართლებს ძალიან დიდია , ასე , რომ ცდა ნამდვილად ღირს.

აღსანიშნავია , ისიც , რომ გამოითქვა მოსაზრება თითქოს ქალთათვის დამამცირებელია მსგავსი წესით პარლამენტში მოხვედრა. მე კი გეტყვით , რომ უფრო დამამცირებლად მეჩვენება ქალების პოზიციები პარტიებში. უფრო ზუსტად , რომ ვთქვათ წინასაარჩევნო პროცესში ქალები ასრულებენ სხვადასხვა სამუშაობს . საქმიანობას , რომელიც აუცილებელია ელექტორატის მოსაზიდად , ძირითადი როლი ამ პროცესში მათ ეკისრებათ , თუმცა , როდესაც კანდიდატის დასახელების დრო მოდის, გამსვლელ პოზიციებზე მათ არავინ ასახელებს. ეგეც რომ არა ,ნამდვილი პოლიტიკოსი, ქალია იგი თუ კაცი , არასდროს იტყვის უარს მაღალ თანამდებობაზე აღნიშნული მიზეზით.

საზოგადოებრივი, სოციალური და ეკონომიკური ბარიერები , რომლებიც ქალებს „მასკულინურ“ დღის წესრიგში მოსახვედრად ბრძოლის დროს ხვდებათ ხშირად გადაულახავია. მიუხედავად იმისა ,თუ რას წარმოადგენს ქალი , როგორც პოლიტიკოსი. სხვაგვარად რომ ვთქვათ გენდერული ნიშნით ძალიან ბევრი ნიჭიერი და განათლებული ქალია დისკრიმინირებული.

თუკი მხარს დაუჭერენ შიდაპარტიულ გენდერულ კვოტირებას , ეს უკვე თავისთავად იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი. ვინაიდან პარლამენტარების უდიდესი პროცენტი დღესდღეობით კაცია. არც ის ფაქტორი უნდა დაგვავიწყდეს , რომ დემოკრატიის მშენებლობის პროცესში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია გენდერული ბალანსის დაცვა. ამისკენ საქართველოს ევროკავშირიც მოუწოდებს და თუკი ამას ბუნებრივად ვერ ვაღწევთ , რა თქმა უნდა, ხელოვნური გზებით უნდა ვცადოთ.

საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი , რომ ბოლო დროს განხორციელებული ბევრი კანონი არ იმუშავებდა , მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა. დარწმუნებული ვარ , რომ ქალთა კვოტირების კანონიც იმუშავებს , შეიძლება ისეთი კარგი შედეგებით არა , როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ გარკვეული დოზით აუცილებლად იმუშავებს.

თუნდაც ის ფაქტი, რომ პროექტის ბოლო განხილვისას მას მხარი არ დაუჭირეს, ფაქტი , რომ ფინანსურმა წახალისებამაც ვერ გამოიღო შედეგი, მეტყველებს , იმაზე , რომ საქართველო მასკულინური სახელმწიფოა და ეს , რა თქმა უნდა, ცუდად მოქმედებს მის იმიჯსა და ავტორიტეტზე. აუცილებელია სწრაფი ცვლილებები , რათა როგორმე მოვიპოვოთ დემოკრატიული , განვითარებული სახელმწიფოს სტატუსი. გავხდეთ ანგარიშგასაწევი ძალა საერთაშორისო არენაზე.

შიდაპარტიული გენდერული კვოტირება ხელს შეუწყობს ქალთა მასიურ ჩართულობას პოლიტიკაში და ეს არის არა მითი, არამედ რეალობა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG