მწერლები პერსონაჟის აღწერას ხშირად მისი ოთახის ან სახლის აღწერით იწყებენ. ადგილი, სადაც ცხოვრობ, შენზე ბევრს ამბობს. შეძლებთ გაიხსენოთ, აქ ვისი ბინა იყო?
შეკითხვა 1 / 11
ვის სახლს აღწერს ავტორი?
„...კერას აქეთ-იქით თითო ტახტია დაფენილი ჭრელის ფარდაგებითა. კარგა ხნის ფარდაგებია, მაგრამ კარგად შენახული და ნაპატრონები. ტახტების თავზედ თითო ბაცანკალი, ანუ როგორც ზოგან ეძახიან, სართუმალი სდგას ხარატით ნაკეთები. კუთხეში ერთი დიდი კიდობანია. ეტყობა ძველი ნაკეთობაა, იმიტომ, რომ წინა-პირზედ გამოხარატებულია სხვადასხვა სახე და ძველებური გრეხილ-ხვეულები სილამაზისათვის. ერთი დიდი სკივრიცა სდგას მეორე კუთხეში. ეტყობა ერთს დროს ლურჯად ყოფილა შეღებილი და ეხლა კი საღებავი გადასვლია. ამ სკივრზედ აკოკოლებულია ქვეშსაგები, ლურჯის სუზანით თავიდან ბოლომდე ჩამოფარებული“...