Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემოსავლების სამსახური: გაიგეთ, ხართ თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ახალი პროგრამა მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, გადაამოწმოს, არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა შორის. ამისათვის საჭიროა:

დაინტერესებული პირმა საძიებო სისტემაში შეიყვანოს პირადი ნომერი და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი და გადაამოწმოს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.

გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, დამქირავებლის მიერ განცხადებაში მითითებულ მობილურ ნომერზე, პირს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვა ინფორმაცია, არის თუ არა კომპენსაციის მიმღებთა რეესტრში.

ამ სერვისით მომხმარებელი შეძლებს, იმ შემთხვევაში დაუკავშირდეს დამსაქმებელთს, თუ დაადგენს, რომ მისი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის წარდგენილი შემოსავლების სამსახურში კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპენსაციის მისაღებად.

დამსაქმებელი კომპანიები ვალდებულები არიან, ყოველი თვის 15 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში, წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა.

დამქირავებელს განაცხადის წარუდგენლობის ან არასწორად წარდგენის შემთხვევაში, ეძლევა დამატებით 5 დღე, რათა დააზუსტოს და წარმოადგინოს ახალი განაცხადი. შესაბამისად, ეს ვადა 20 რიცხვის ჩათვლით ექნებათ.

დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

ასევე, ამ მისამართზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი უნდა დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან გაგზავნოთ წერილი ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge

კომპენსაციების მიმღები თვითდასაქმებული პირები უნდა ეწვიონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სარეგისტრაციო პორტალის http://compensation.moh.gov.ge/ მეშვეობით 1 ივლისამდე გაივლიან რეგისტრაციას.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია 1505.

პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ.

XS
SM
MD
LG